» » » 24/7 ფასდაუდებელი წამალი: მრავალძარღვა შაქარში ან თაფლში

24/7 ფასდაუდებელი წამალი: მრავალძარღვა შაქარში ან თაფლში

მრავალძარღვას მძლავრი სამკურნალო თვისებები უხსოვარი დროიდანაა ცნობილი, მისი გამოყენების მეთოდები კი ბავშვებმაც კი იციან. გამოტყდით, თქვენ ერთხელ მაინც დაგიდიათ მრავალძარღვას ფოთოლი ნაკაწრზე ან სისხლიან მუხლზე, წინასწარ კი ფოთოლს კეცავდით, რომ წვენი გამოსულიყო. თუმცა, მრავალძარღვას სამკურნალო თვისებები სცდება სისხლის შეჩერებისა და ჭრილობის შეხორცების ჩარჩოებს.



არატრადიციული მკურნალები ამტკიცებენ, რომ მრავალძარღვას სარგებელი ჯანმრთელობისთვის ფასდაუდებელია. Rchevebi.com-ის რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ უნდა მოამზადოთ და რა შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ მრავალძარღვა სამკურნალო მიზნებით.

მრავალძარღვას ფოთლები
  1. მრავალძარღვას ფოთლებს ანთებისსაწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და სისხლის შემაჩერებელი თვისებები აქვს. ბავშვმაც კი იცის, რომ თუ რამდენიმე ფოთოლს მოწყვეთ და ღია ჭრილობაზე დაიდებთ, ინფექციას აიცილებთ თავიდან და ხელს შეუწყობთ ჭრილობის შეხორცებას.



  2. მრავალძარღვა ხელს უშლის გემოლიკური სტრეპტოკოკის, პათოგენური სტაფილოკოკისა და სეფსისის ჩხირის ზრდას, ანტისეპტიკური თვისებების წყალობით.

  3. მრავალძარღვაზე დამზადებული პრეპარატები შესანიშნავად აისახება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯანმრთელობაზე, არეგულირებს კუჭის სეკრეციას და ახდენს სპაზმისმომხსნელ ეფექტს.



  4. ფოთლების, თესლებისა და ფესვების ნაყენს დამარბილებელი და ამოსახველებელი თვისებები აქვს, რაც დამამშვიდებელ და ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს განიჭებთ.

  5. კარდიოლოგებმა დაადგინეს, რომ მრავალძარღვას შეუძლია სისხლში ქოლესტერინის დონის, არტერიული წნევისა და აორტის ათერომატოზის გავრცელების შემცირება.



    მრავალძარღვას წვენი გასტრიტის დროს
    მომზადება და გამოყენება
    1. გასტრიტის სამკურნალო წამალს ამზადებენ მრავალძარღვას აყვავების პერიოდში, ფოთლებს ღეროებიანად კრეფენ გზიდან მოშორებით. შეგროვებული ფოთლები კარგად გარეცხეთ გამდინარე წყალქვეშ, დაალაგეთ პირსახოცზე და გააშრეთ 3-4 საათის მანძილზე.
    2. გამშრალი ფოთლები გაატარეთ ხორცსაკეპში, მიღებული რბილობისგან გამოწურეთ წვენი და შეურიეთ თაფლი ან შაქარი. 1 ლ წვენზე დაგჭირდებათ 1 კგ შაქარი ან 0.7 ლ თხევადი თაფლი.
    3. მიღებული მასა ხის კოვზით შეურიეთ ერთმანეთს შუშის ან ემალირებულ ჭურჭელში, გადაასხით სუფთა, სამლიტრიან ქილაში, მჭიდროდ დაახურეთ და გააჩერეთ ბნელ, გრილ ადგილას 2 კვირით. მრავალძარღვას წვენი მზადაა!
    4. მიიღებთ ნატურალური წვენის 1 ს.კ. დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. გაითვალისწინეთ, რომ მკურნალობის სრული კურსისთვის საკმარისი არ იქნება 1 ან 2 ლ წვენი. მკურნალობის პერიოდში დაიცავით ექიმის რეკომენდაციებიც, გამორიცხეთ რაციონიდან ცხიმიანი, შემწვარი, შებოლილი, მარილიანი, სპირტიანი და თამბაქო.


    მრავალძარღვასგან დამზადებული წამალი მადისა და იმუნიტეტის გასაუმჯობესებლად
    ინგრედიენტები
    • 400 გ მრავალძარღვას ფოთოლი
    • 500 გ შაქარი
    • 0.5 ჭ წყალი
    მომზადება და გამოყენება
    1. გარეცხეთ ფოთლები და დაჭერით წვრილად. ჩაალაგეთ მცირე ზომის ქვაბში, დაუმატეთ შაქარი და წყალი.
    2. ეს მასა დადგით ნელ ცეცხლზე, სანამ ღია-ყავისფერი არ გახდება.
    3. მზა საშინაო წამალი შეინახეთ ჰერმეტულად დაცულ ქილაში და მიიღეთ დღეში 1 ს.კ. სითხე უზმოზე, ერთი თვის მანძილზე.
    4. სასიამოვნო გემოს მქონე სითხე დაგიბრუნებთ მადას, ასტიმულირებს იმუნიტეტს და ხელს უშლის სეზონურ გრიპებს ორგანიზმში მოხვედრაში.

სხვათაშორის, მრავალძარღვა, რომელსაც ყველა ნაბიჯზე ვხედავთ ეზოებში, ზოგიერთ ქვეყანაში სპეციალურად იზრდება ფარმაკოლოგიური კეთილდღეობისთვის.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.