» » » ჩემი მეუღლე აქტიური მწეველია, ამიტომ გადავწყვიტე, მეუღლისთვის ბრონქების გამწმენდი მცენარეული ნაყენი მომემზადებინა.

ჩემი მეუღლე აქტიური მწეველია, ამიტომ გადავწყვიტე, მეუღლისთვის ბრონქების გამწმენდი მცენარეული ნაყენი მომემზადებინა.

ჩემი მეუღლე აქტიური მწეველია. გაზეთში წავიკითხე, სიგარეტის კვამლში შემავალი მავნე ნივთიერებები ბრონქების კედლებსა და ფილტვებში ილექება და ხველას იწვევსო. ამიტომ გადავწყვიტე, მეუღლისთვის ბრონქების გამწმენდი მცენარეული ნაყენი მომემზადებინა.

  • ყველაზე მარტივი საშუალება მრავალძარღვაა. 1 ს/კ დანამცეცებულ მრავალძარღვას დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დადგით 15 წუთით თავდახურული, გადაწურეთ და სვით 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ.
    ჩემს ქმარს ნაყენის სმიდან მეხუთე დღეს დაეწყო ბრონქებიდან დალექილი ჭუჭყის ამოსვლა. რამდენიმე დღე დიდი რაოდენობით ნახველი ჰქონდა, შემდეგ შეუმცირდა და ხველაც ჩაუწყნარდა. ახლა თავს უკეთ გრძნობს.

ექიმის კომენტარი:

მრავალძარღვა მდიდარია ლორწოთი, ცხიმოვანი ნივთიერებებით, ცილით, მინერალური მარილებით, გლიკოზიდ -აუკუბინით. ექსპერიმენტულად დადასტურებულია, რომ მცენარის თესლს მცირე ტოქსიკური მოქმედება აქვს. მრავალძარღვას თესლი აჩქარებს ნაწლავთა პერისტალტიკას და სწრაფად ცლის მათ. მცენარის თესლი წყალში იჯირჯვება. გაჯირჯვებულ თესლს კი საფაღარათო ეფექტი აქვს და კარგია კუჭის მოქმედების შეფერხების დროს. მცენარის ლორწო ნაწლავთა ლორწოვან გარსს იცავს, აქვს ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიების შთანთქავი თვისებები. მრავალძარღვას პრეპარატები ეფექტიანია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოთა ლორწოვანი გარსის წყლულოვანი დაზიანების დროს, ქრონიკული ანთების, აგრეთვე ლოწოვანიდან სისხლდენების დროს - აქვს სისხლდენის შემაჩერებელი და ჭრილობის შემხორცებელი თვისებებიც. მრავალძარღვას ნაყენი გამოიყენება კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ქრონიკული კოლიტების, დიზენტერიის კომპლექსური მკურნალობისთვის.
ხალხურ მედიცინაში მრავალძარღვას ბრონქების ქრონიკული პათოლოგიების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვისაც იყენებენ. მცენარის ეფექტიანობა ამ შემთხვევაშიც ლორწოსა და ანტიბაქტერიულ თვისებებს უკავშირდება. ლორწო ათხელებს ნახველს და აადვილებს ბრონქებიდან მის ამოღებას.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.