
ნიდერლანდის გრონინგენული უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს პირდაპირი კავშირი ბეწვის წინდებსა და ლიბიდოს შორის. ქალბატონების მონაწილეობით სხვადასხვა ექსპერიმენტის ჩატარების შემდეგ, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ქალბატონები, რომლებიც წინდებს სექსუალური კავშირის დროს იცვამდნენ, აღწევდნენ ორგაზმს ერთნახევარჯერ უფრო ხშირად, ვიდრე ფეხშიშველი ქალბატონები.

სექსი წინდებით
მეცნიერები ლიბიდოს მომატებას ტერფების სითბოს უკავშირებენ, რომელიც წინდების ჩაცმით მიიღწევა. როცა ქალს თბილა, იგი თავს გაცილებით კომფორტულად და მოდუნებულად გრძნობს. სწორედ ამიტომ იზრდება ემოციური კავშირი სექსის დროს.

მალევე, კვლევის რეზულტატები კიდევ ერთხელ დამტკიცდა მონაწილეთა თავის ტვინის ქერქის გამოკვლევით.

ქალბატონებს, რომლებიც წინდებს იცვამდნენ, აღენიშნებოდათ ნუშისებრი კომპლექსისა და პრეფრონტალური ქერქის მომატებული აქტივობა - ეს სწორედ ის მონაკვეთებია, რომლებიც აკონტროლებს შიშისა და შფოთვის გრძნობას.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ქალები, მამაკაცებისგან განსხვავებით, უფრო რთულად აღწევენ სიამოვნების პიკს: ამისთვის აუცილებელია სრულიად მოდუნება და მშვიდად ყოფნა. სწორედ წინდები აძლევს ქალს უმოკლეს დროში საშუალებას, იგრძნოს თავი უსაფრთხოდ და კომფორტულად.

ასეთი ხრიკი საგრძნობლად გააუმჯობესებს თქვენი ინტიმური ცხოვრების ხარისხს იმ შემთხვევაში, თუ ქალის ლიბიდო შემცირებულია ემოციური მიზეზით, მაგრამ არა დაავადებების გამო.

თქვენ რას ფიქრობთ სექსზე წინდებში? გაგვიზიარეთ გამოცდილება კომენტარებში.