რეგულარული ვარჯიში მნიშვნელოვნად დააჩქარებს გახშირებული არითმიისა და ჰიპერტონიის მკურნალობის პროცესს. მათი დახმარებით, მინიმალური ძალისხმევით, მიაღწევთ წნევის შემცირებასა და გულის რიტმის აღდგენას.
წნევის შემცირება მედიკამენტების გარეშე, უმცირეს დროში, ალბათ, შეუძლებლად გეჩვენებათ. მაგრამ ექიმი ევდოკიმენკო, სამედიცინო-ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, დარწმუნებულია, რომ სუნთქვითი სავარჯიშოების შესრულება 1 თვეში უარს გათქმევინებთ მედიკამენტებზე. იგი გვთავაზობს შემდეგ სავარჯიშოებს.
როგორ შევამციროთ წნევა სწრაფად
- ღრმა სუნთქვა მუცელთან ერთად
მჯდომარე ან მდგომარე მდგომარეობაში გაასწორეთ ზურგი, დაიდეთ ხელი მუცელზე, გაავსეთ მუცლის ღრუ ჰაერით, შემდეგ მუცელიც და კიდევ ერთხელ შეისუნთქეთ მაქსიმალურად. შემდეგ დაიწყეთ ჰაერის ამოსუნთქვა ჯერ მუცლიდან, შემდეგ ფილტვებიდან. შესვენებებთან ერთად, ერთ წუთში უნდა შეასრულოთ 4 ასეთი სასუნთქი ციკლი. - ამოსუნთქვის შენელება
შეისუნთქეთ ჰაერი ისევე, როგორც პირველ სავარჯიშოში. სრული სესუნთქვის შემდეგ, არ შეიკავოთ სუნთქვა, მაშინვე დაიწყეთ ძალიან ნელა ამოსუნთქვა. ჯერ გამოუშვით ჰაერი მუცლიდან, შემდეგ - ფილტვებიდან. ამოსუნთქვა მინიმუმ ორჯერ უფრო დიდხანს უნდა გრძელდებოდეს, ვიდრე შესუნთქვა. წუთიერი პაუზის გარეშე გააგრძელეთ ეს სავარჯიშო ერთბაშად 10-ჯერ მაინც. - სუნთქვის შეკავება ამოსუნთქვისას
შისუნთქეთ და ამოისუნთქეთ, როგორც პირველ სავარჯიშოში. ამოსუნთქვის შემდეგ მიიტანეთ ნიკაპინ მკერდთან და შეიკავეთ სუნთქვა 20-30 წამით. ეს სავარჯიშო მხოლოდ ერთხელ უნდა შეასრულოთ.
სავარჯიშოების შესრულებიდან 15 წუთში გაისინჯეთ წნევა. მიაქციეთ ყურადღება თქვენი ორგანიზმის რეაქციას.
ადამიანთა უმეტესობას წნევა ურეგულირდება. ნორმალური წნევა რჩება იგივე, მომატებული კი თანდათან იკლებს და სტაბილურდება.
როგორც ნებისმიერ სამკურნალო პრაქტიკას, მოცემულსაც აქვს თავისი უკუჩვენება.
სავარჯიშოები არაა რეკომენდებული
- მუცლის ღრუსა და მკერდის არეში პოსტოპერაციული პაციენტებისთვის(2-3 თვის მანძილზე)
- გაციებისა და გრიპის დროს
- ფეხმძიმეთათვის
- მიოკარდის ინფაქრტიდან პირველი 3-6 თვის განმავლობაში
- აორტის ანევრიზმის დროს
- ინსულტიდან პირველი 3 თვის მანძილზე
- ქალა-ტვინის მძიმე ტრავმის დროს
- გულის შეტევების დროს.
ახლა უკვე იცით, როგორ შეამციროთ წნევა სწრაფად საშინაო პირობებში. შეასრულეთ სავარჯიშოები ყოველდღიურად და აკონტროლეთ შედეგი.