აღმოჩნდა, რომ საზამთროს მარცვლები არამხოლოდ იჭმება, არამედ სასარგებლოც კია! კვების ექსპერტები ტყუილად არ თვლიდნენ მას 2018 წლის ერთ-ერთი ყველაზე ტრენდულ პროდუქტად.
გამომშრალი და მოხალული მარცვლები ორგანიზმს ამდიდრებს ამინომჟვებით, ცხიმებითა და ვიტამინებით. მისგან მომზადებული სასმელები, რომელთა რეცეპტსაც დღეს Rchevebi.com-ის რედაქცია წარმოგიდგენთ, დაგეხმარებათ უამრავ დაავადებასთან გამკლავებაში.
საზამთროს თესლი
საზამთროს მარცვლებს მაღალი საკვები ღირებულება ცხიმის შემცველობის გამო აქვს. ეს მარცვლები მდიდარია მონოგაუჯერებელი და პოლიგაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავებით, მათ შორის, ძვირფასი ომეგა-6ით, რომლებიც ამცირებს სისხლის მაღალ წნევასა და მავნე ქოლესტერინის დონეს.
საზამთროს მარცვლების წყალობით, არტერიის ობსტრუქციისა და გამაგრების რისკი მცირდება, რაც მოგაშორებთ სისხლის ცირკულაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს და ხელს შეუშლის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას.
გამომშრალი მარცვლის 35%-ს ცილა შეადგენს. ეს მასში საკმარისი ოდენობით ამინომჟავებსაც გულისხმობს, რათა კუნთოვანი მასის შეანრჩუნებაში დაგეხმაროთ და აღიდგინოთ დახარჯული ენერგია.
საზამთროს თესლში ოთხი სახის ამინომჟავაა: ტრიპტოფანი, გლუტამინის მჟავა, ლიზინი და არგინინი. უკანასკნელი ეხმარება გულის კუნთს, არეგულირებს არტერიულ წნევას და ამცირებს ინფარქტის რისკს.
მარცვლები, ასევე, დიდი რაოდენობით მაგნიუმს შეიცავს(ერთ ფინჯან თესლში იგი მეტია, ვიდრე ზრდასრულ ადამიანს ყოველდღიურად სჭირდება). ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტის(აშშ) კვლევების მიხედვით, ეს მინერალი არეგულირებს სისხლის წნევას, მონაწილეობს ნახშირყლების მეტაბოლიზმში და დადებითად მოქმედებს სისხლში შაქრის დონეზე.
ჩინელი მკვლევარები ამტკიცებენ, რომ საზამთროს თესლში შემავალი ლიკოპინი, არგინინი, თუთია და მარგანეცი დადებითად მოქმედებს მამაკაცის პოტენციაზე და აძლიერებს სექსუალურ ლტოლვას. მეცნიერები გვირჩევენ ამ მარცვლების გამოყენებას უნაყოფობის სამკურნალოდ, ვინაიდან ისინი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და ეფექტურია.
სხვათაშორის, ჩინეთში საზამთროს მოხალული მარცვლები ყველგან იყიდება. ჩინელები ხალავენ მათ, ურევენ სხვადასხვა სანელებელს და მიირთმევენ ისევე, როგორც მზესუმზირის მარცვლებს.
საზამთროს თესლის ნახარში
მარცვლების სასარგებლო თვისებები ანტიკური დროიდანაა ცნობილი. აღმოსავლეთის ცნობილი მკურნალი, მაჰმუდ იბნ-ილიასი, რომელიც XIII საუკუნეში ცხოვრობდა, წერდა, რომ ისინი, ცხელიც და უმიც, წმენდს თირკმლებსა და შარდის ბუშტს.
ისევე, როგორც რბილობი, საზამთროს მარცვლებიც შესანიშნავი დიურეტიკია. მისგან მომზადებული სასმელი წმენდს ადამიანს იმ ნივთიერებებისგან, რომლებიც ქმნის კენჭებს, გვეხმარება წყლისა და მარილის ბალანასის შენარჩუნებაში, არეგულირებს თირკმლების მუშაობას, ხსნის საშარდე გზების ანთებას.
აღნიშნულია, რომ ნახარში ეფექტურია მაღალი წნევის დროს, არეგულირებს არტერიულ დიასტოლურ წნევას, გვეხმარება შინაგანი ორგანოების ნორმალურ ფუნქციონირებაში, მათ შორის, თირკმლების. ასევე, ეს სასმელი მიიღებს პროსტატიტის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.
ინგრედიენტები
- 40 გ თესლი
- 1 ლ წყალი
- 150 გ საზამთროს რბილობი(სურვილისამებრ)
- ჩაასხით ქვაბში ლიტრი წყალი და დადგით საშუალო ცეცხლზე.
- აადუღეთ, ჩაყარეთ გატარებული ან დანაყული საზამთროს მარცვლები.
- ადუღეთ სითხე ნელ ცეცხლზე 30 წუთის მანძილზე.
- აიღეთ ქვაბი ცეცხლიდან და გააჩერეთ ნახარში კიდევ ერთი საათით.
- გაწურეთ ნახარში და გადაასხით შესაბამის ჭურჭელში.
- იმისათვის, რომ სასმელი გემრიელი იყოს, ათქვიფეთ ბლენდერში საზამთროს რბილობთან ერთად.
- დალიეთ სასმლის პირველი ფინჯანი უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მიიღეთ თითო ჭიქა დღეში სამჯერ.
ინგრედიენტები
- 50 გ საზამთროს თესლი
- 500 მლ რძე
- გააშრეთ საზამთროს მარცვლები ღუმელში და დაფქვით.
- შეურიეთ ფხვნილი უცხიმო რძეს.
- დალიეთ 2 ჭიქა სითხე უზმოზე. მკურნალობის კურსი სამდღიანია, პროფილაქტიკისთვის საკმარისია ერთჯერადი კურსი.