სამწუხაროდ, დღეს მოსახლეობის უმეტესობა უჩივის სახსრების ტკივილებს, რის საფუძველზეც ზიანდება საყრდენ - მამოძრავებელი აპარატი. რჩევები-ს რედაქციის დახმარებით თქვენ შეძლებთ ამ პრობლემის აღმოფხვრას! გთავაზობთ მეტად ეფექტურ და უჩვეულო ხალხურ სამკურნალო რეცეპტებს:
- რევმატიული პოლიართრიტის დროს მტკივნეული ადგილები დაისუსხეთ ჭინჭრით, მეირე დღეს კი, ეს ადგილები ნავთით გაიწმინდეთ.
- თუ სახსარი გაგისივდათ და ტკივილები გაწუხებთ, შვებას მოგცემთ კომპრესის გაკეთება. კომბოსტოს ფოთოლი ამოავლეთ თბილ წყალში, წაუსვით თაფლი და დაიდეთ მტკივან ადგილას, გარედან შეიხვიეთ თბილად. 10 – 15 სეანსის შემდეგ შეშუპება გაქრება, ტკივილები აღარ შეგაწუხებთ და საკმაო შვებას იგრძნობთ. უმჯობესია კომპრესი დაიდოთ მთელი ღამით. კომპრესის მოხსნის შემდეგ სახსარი თბილად შეიხვიეთ.
- რევმატიზმითა და პოდაგრით ( ნიკრისის ქარები ) დაავადებულ ავადმყოფებს ურჩევენ მიიღონ ანწლიდან გამოხდილი არაყი. კარგია აგრეთვე დღეში 100 გრ ნიგოზის მიღება.
- შავი ბოლოკი გახეხეთ სახეხზე. გადაიტანეთ მასა ტილოს ნაჭერზე და დაიდეთ მტკივან ადგილზე, გადაიხვიეთ თბილად. 10 სეანსის შემდეგ ტკივილები სახსრის არეში გაგივლით, მოძრაობა შეზღუდული აღარ გექნებათ.
- რევმატიზმის დროს მოამზადეთ შემდეგი საცხი: 1 ჩაის ჭიქა თაფლს გაურიეთ ნახევარი ჩაის ჭიქა არაყი, 1,5 ჩაის ჭიქა ბოლოკის წვენი და 1 სუფრის კოვზი მარილი. ყველაფერი აურიეთ ერთმანეთში კარგად და მიღებული მასით დაიზილეთ მტკივნეული ადგილები.
- თუ სახსრების ტკივილი გაწუხებთ, ერთ შუშა იოდში ჩაყარეთ 2 აბი ანალგინი. დილით ნაყენი გამჭვირვალე გახდება. გამზადებული წამალი შეიზილეთ მტკივნეულ სახსრის არეში.
- რევმატიზმს, მარილების დაგროვებას, რადიკულიტს, სახსრების ანთებას უხდება ადამის ფესვის სპირტიანი ნაყენი. 100 გრ ადამის ფესვი გარეცხეთ და გახეხეთ სახეხზე. დაასხით 200 – 250 გრ სპირტი ან არაყი. მეორე დღეს უკვე შეგიძლიათ იხმაროთ. ჭურჭელი კარგად შეანჯღრიეთ და ხსნარი შეიზილეთ. დასაწყისში აგეწვებათ, მაგრამ იცოდეთ რომ ძალიან მოგიხდებათ. ნაყენი შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას. ვარგისია დიდხანს.
- თევზის ქონი ძალიან სასარგებლოა სახსრებისთვისაც. 3 თვის მანძილზე მისი მიღება შველის ართროზს და ართრიტს - ტკივილები სუსტდება და შეიძლება გაქრეს კიდევაც. მიიღეთ ნატურალური ან კაფსულის სახით ( 1 კაფსულა დღეში ორჯერ ).
- ოსტეოქონდროზის დროს გახეხილი ნახევარი ნაჭერი სარეცხი საპონი თანაბრად დაყარეთ კომბოსტოს ფოთოლზე. დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე, შეიხვიეთ თბილად და დატოვეთ მთელი ღამე. დილით მოიშორეთ და შეიხვიეთ თბილად.
- 0,5 ლ არაყში ჩაყარეთ დაქუცმაცებული 3 – 4 ცალი ცხარე წითელი წიწაკა, გააჩერეთ 14 დღე. გაწურეთ, შეურიეთ 300 მლ მზესუმზირის ზეთი და კარგად შეანჯღრიეთ. შეიზილეთ მტკივნეულ ადგილას დღეში 2 - ჯერ.
- 100 მლ სპირტს შეურიეთ 50 მლ ქაფური და 50 გრ მდოგვის ფხვნილი. ცალკე ათქვიფეთ ორი კვერცხის ცილა და შეურიეთ გამზადებულ ხსნარს. მიღებული ნარევი შეიზილეთ მტკივნეულ ადგილებში დილა - საღამოს.