» » » უკვე დიდი ხანია ვიყენებ სახსრების სამკურნალოდ ამ შინაურულ საშუალებებს, მეგობრებსაც ვურჩიე და ყველა კმაყოფილია

უკვე დიდი ხანია ვიყენებ სახსრების სამკურნალოდ ამ შინაურულ საშუალებებს, მეგობრებსაც ვურჩიე და ყველა კმაყოფილია

მინდა, გაგაცნოთ სახსრების სამკურნალო შინაურული მეთოდი. მე მას უკვე დიდი ხანია ვიყენებ და ნაცნობ-ახლობლებსაც ვურჩევ. მერწმუნეთ, ყველა კმაყოფილია.

  • მალამოსთვის დაგჭირდებათ ერთი სუფრის კოვზი წითელი ღვიის ეკალი და ექვსი სუფრის კოვზი დაფხვნილი დაფნის ფოთოლი. აურიეთ ერთმანეთში და ეს ნარევი კარგად გაქენით 12 სუფრის კოვზ ახალ კარაქში (კარაქი შინაური სჯობს, მაგრამ მაღაზიისაც გამოგადგებათ. მთავარია, ახალი და ხარისხიანი იყოს). მიღებული მალამო რამდენიმე დღის განმავლობაში შეიზილეთ მტკივან ადგილებში. შეინახეთ მაცივარში. შვებას მალევე იგრძნობთ. ტკივილიც გაგივლით.

  • ზეითუნის ზეთი დაასხით კაკლის ნორჩ ფოთლებს, გააჩერეთ 3 - 4 საათის განმავლობაში, ფოთლები შემოიხვიეთ მტკივან ადგილებზე 3-4-ჯერ.

  • დაავადების მსუბუქი ფორმის დროს გიშველით შემდეგი საშუალება: სუფრის მარილი - 200 გრ, მშრალი მდოგვი - 100 გრ. სუფთა ნავთი - 0,5 ჩ/ჭ. ნარევი უნდა იყოს არაჟნის კონსისტენციის, ამიტომ ნავთის რაოდენობა შეგიძლიათ თავად არეგულიროთ. კარგად შეიზილეთ ძილის წინ.

  • 50 გრ ქაფუნას ბალახს დაასხით 1ლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ 1 სთ. გაწურეთ და მიიღეთ 100 მლ. 3-4-ჯერ დღეში.

  • სელის პირსახოცი დაასველეთ ძმარში: 1 ს/კ ძმარი 500 მლ წყალზე, ოდნავ გაწურეთ, შემოიხვიეთ მტკივანი სახსრის გარშემო. ზემოდან თბილად გადაიხვიეთ. კომპრესი გაიჩერეთ 3-დან 8 საათამდე, შემდეგ ჩამოიბანეთ.

  • სოჭის ზეთი შეათბეთ და შეიზილეთ მტკივან სახსრებში. შეზელვის შემდეგ დაიდეთ ზღვის მარილის კომპრესი, მარილის ქვეშ, სახსარზე დაიდეთ კომპრესის ქაღალდი. მკურნალობის კურსი 12-15 პროცედურა.

  • აიღეთ ოროვანდის ფესვი - 1წილი, მანანას ბალახი - 1 წილი, ჭინჭრის ბალახი - 1 წილი, წყლის იელის ბალახი - 1 წილი, ბრტყელეკალას ბალახი - 1წილი, წითელი მოცვის ფოთოლი - 1 წილი. 300 გრ დაქუცმაცებულ ნარევს დაასხით 6 ლ. წყალი, ადუღეთ 10 წთ, გაწურეთ. ჩაასხით აბაზანაში. აბაზანა მიიღეთ დღეგამოშვებით. მკურნალობის კურსი 10-12 აბაზანა.

  • ართრიტის და ართროზის ყველა სახეობის დროს დაიძინეთ გვიმრის ფოთლებით გატენილ ლეობზე.

  • 3-ჯერ დღეში მიიღეთ კუნელის ყვავილის და ფოთლის წვენი 50-60 წვეთი.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.