ბირკავას ზეთი - პრეპარატი მზადდება მცენარის ძირებიდან და შეიცავს მასში არსებულ ყველა აქტიურ ნივთიერებას. ის ამაგრებს თმის ძირებს, აჩქარებს მის ზრდას, აშორებს ქერტლს, ხსნის ქავილს. ასევე კარგად მოქმედებს სახის, ხელების და სხეულის კანზე, ატენიანებს და კვებავს მშრალ, მომჭკნარ კანს.
სახის კანის მოვლის საშუალებები
ნიღაბი - კომპრესი
ინგრედიენტები:
- ბირკავას ზეთი - 50 მლ
მომზადების წესი:
გავათბოთ ზეთი წყლის აბაზანაზე. დავიდოთ სახეზე ზეთით გაჟღენთილი დოლბანდი, დავაფაროთ კომპრესის ქაღალდი და გავიჩეროთ 15 წთ, შემდეგ დავიტენიანოთ კანი რბილი ხელსახოცით. პროცედურა გავიკეთოთ კვირაში ერთხელ. მკურნალობის კურსი - 1 თვე.
ბირკავას ძირებისგან მომზადებული სახის ნიღაბი
ინგრედიენტები: - ბირკავას ძირები - 10 გრ
- წყალი - 100 მლ
მომზადების წესი:
ნედლეული დავაქუცმაცოთ ფხვნილისებური მასის მიღებამდე, დავასხათ ცხელი წყალი და კარგად აურიოთ.
მიღებული მასა დავიდოთ სახეზე 20 წთ - ით. ჩამოვიბანოთ თბილი და გრილი წყლით. პროცედურა კეთდება კვირაში ერთხელ. მკურნალობის კურსი - 1 თვე.
ბირკავას და თიხის ნიღაბი სახის კანისთვის
ინგრედიენტები: - ბირკავას ზეთი - 20 მლ
- თეთრი თიხა - 10 გრ
- კარტოფილის პიურე - 5 გრ
- კიტრის წვენი - 20 მლ
მომზადების წესი:
ბირკავას ზეთს დავუმატოთ კიტრის წვენი და შევურიოთ თიხას და კარტოფილის პიურეს ერთგვაროვანი მასის წარმოქმნამდე.
მომზადებული ნიღაბი დავიდოთ სუფთა სახეზე 20 წთ-ით. ჩამოვიბანოთ თბილი და გრილი წყლით. პროცედურა ჩავიტაროთ კვირაში ერთხელ. მკურნალობის კურსი - 1 თვე.