გთავაზობთ ორიგინალურ გადაწყვეტილებას. აიღეთ ჟურნალები და ამოხიეთ ან ამოჭერით ყველა სასურველი ფოტოსურათი.
წინასწარ მოამზადეთ სახამებელი, რომელსაც გამოიყენებთ წებოს ნაცვლად.
სუფთა ქოთანზე ნაწილ-ნაწილ წაუსვით გაციებული სახამებლის საკმარისი ოდენობის ულუფები და მიაწებეთ სურათები.
მნიშვნელოვანია, რომ მიწებების დროს ქოთანზე არ დაგრჩეთ სიცარიელე ან არ გაჩნდეს ჰაერის ბუშტუკები. დაელოდეთ სახამებლის შრობას, ხოლო ქოთნისთვის საბოლოო იერსახის მიცემის მიზნით, შეგიძლიათ გამოიყენოთ აკრილის საღებავი, რომლითაც შეღებავთ ქოთნის შიდა მხარეს ჩაკეცილი სურათების კანტს და ქოთანიც მზად არის.