» » » თმის მოვლა ინდური ტრადიციების მიხედვით: თქვენი თმა მადლობას გადაგიხდით!

თმის მოვლა ინდური ტრადიციების მიხედვით: თქვენი თმა მადლობას გადაგიხდით!

თვეში, საშუალოდ, თმა 1-2 სმ-თი იზრდება. თუმცა, ზოგიერთი ქალბატონი ამ სიხშირის ზრდაზეც კი ოცნებობს. ამაზე უამრავი ფაქტორი მოქმედებს. რა თქმა უნდა, თუ მიზეზი თმის ცუდი მდგომარეობისა არის გენეტიკა ან სერიოზული დაავადება, რთულია გადაწყვეტილების პოვნა ტრიქოლოგის ჩარევის გარეშე. დანარჩენ შემთხვევებში, თმის სილამაზე თქვენს მონდომებაზეა დამოკიდებული.



თმის მოვლის სისტემა - ეს არამხოლოდ სხვადასხვა საშუალება და პროცედურა, არამედ ცხოვრების სტილიცაა. შეხედეთ, მაგალითად, ინდოელ ქალბატონებს. მათ არც ძვირადღირებული ნიღბები და შამპუნები აქვთმ არც სალონში წასვლის საშუალება, მათი თმა კი სქელი და მბზინვარეა. Rchevebi.com-ის რედაქცია გასწავლით, თუ როგორ უნდა შეინარჩუნოთ თმის სილამაზე.



როგორ მოვუაროთ თმას
  1. კვება
    ეს პირველია, რაც ლამაზი თმების, ფრჩხილების, კანის ძიებაში უნდა დაარეგულიროთ, რომ აღარ ვთქვთ მთლიან ჯანმრთელობაზე. მთავარი სამშენებლო და საზრდელი ელემენტი თმის ზრდისთვის - ცილაა. ჩაამატეთ ყოველდღიურ რაციონში თევზი, რძისა და ხორცის პროდუქტი. იდეალური საუზმე - მოხარშული კვერცხი და ჭარხლის სალათია.

    მიირთვით მეტი ომეგა-3, 6 და 9. რა თქმა უნდა. ბოსტნეული, ხილიც და მწვანილიც, რათა ორგანიზმი ვიტამინებით გამოკვებოთ.



  2. მედიტაცია და იოგა
    არაფერი ისეა არ აისახება ქალის სილამაზეზე, როგორც სტრესი და განცდები. ნერვული შეტევა უწვევს თმის მდგომარეობის გაუარესებას, რომ აღარაფერი ვთქვათ გამელოტებაზე. ჩართეთ სასიამოვნო მუსიკა. დაჯექით ლოტოსის პოზაში და უბრალოდ დაისვენეთ ფიქრის გარეშე.
    თუ უნარები და ცოდნა გაქვთ, მიმართეთ მედიტაციას სხვა მდგომარეობაშიც. იდეალში - დაკავდით იოგით. ეს ძალიან სასარგებლოა როგორც ნერვული სისტემის, ისე ქალის ჯანმრთელობისა და ფიგურისთვის.



  3. თავის კანის მასაჟი
    სისხლის მიდინება ფოლიკულებისკენ გაიმართება თავის კანის მასაჟის დახმარებით, ამასთან კი, თმის ფოლიკულები გაიჟღინთება ყველა აუცილებელი მიკროელემენტით. თმა უფრო სწრაფად გაიზრდება და ჯანმრთელი იერიც ექნება. მასაჟი უნდა გაიკეთოთ თავის დაბანისას, დავარცხნის დროს და ცალკე პროცედურის პირობებშიც.
    ამისთვის, წაისვით გამთბარი ქოქოსის, პიტნის ან ოროვანდის ზეთი თმებზე და დაიზილეთ თავი 5 წუთის მანძილზე. შემდეგ შეიხვიეთ თავი პოლიეთილენის პარკითა და პირსახოცით, 30 წუთში ჩამოიაბენთ ზეთი. ეს სასიამოვნო რელაქსაციაცაა.



  4. ნიღბები
    შეგიძლიათ, უარი თქვათ კონდიციონერზე, ოღონდ არასდროს ნიღაბზე! მათი დახმარებით ხომ თმას ყველა აუცილებელ სითხესა და საკვებ ელემენტს აწვდით. სწორედ სხვადასხვა ნიღბის წყალობით შეუნარჩუნებთ თმას სილამაზესა და სწრაფ ზრდას. აუცილებელი არაა ნიღბების შეძენა - მათი დამზადება სახლშიც შეგიძლიათ. ეფექტურად ითვლება მაიონეზის ნიღაბი.
    მის მოსამზადებლად, ბლენდერში შეურიეთ 1 ც კვერცხის გული, 1 ს.კ. ლიმონის წვენი ან ძმარი და ჭიქა ზეითუნის ან ქოქოსის ზეთი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, რომელიც მაიონეზს უნდა გაგონებდეთ. დაუმატეთ მდოგვი სურვილისამებრ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ იგი ოდნავ კანს დაგწვავთ. წაისვით ნიღაბი თმის ძირებიდან ბოლოებამდე და ჩამოიბანეთ შამპუნით 30 წუთში.



  5. გავლება
    არც ერთი კონდიციონერი არ მიანიჭებს თქვენს თმას ბრწყინვალების ეფექტს ისე, როგორც გრილი წყლით გადავლება. საკმარისად დაბალი ტემპერატურის გამო, ყველა ფორი იკეტება, თმა კი არ კარგავს სითხის ბუნებრივ მარაგს. ამრიგად, ისინი არამხოლოდ გლუვი, არამედ ელასტიურიც გახდება.
    ასევე, შეგიძლიათ გასავლებ წყალში ჩაამატოთ 1 ს.კ. ძმარი ან გვირილის გრილი ნაყენი. ასე თქვენი თმა უფრო იბზინებს!



  6. აყოფილი ბოლოების მოჭრა
    მშრალი, უსიცოცხლო ბოლოები ამახინჯებს ნებისიმერ ვარცხნილობას. რა თქმა უნდა, რთულია 2-10 სმ თმასთან განშორება, მაგრამ მათი მოჭრა აუცილებელია. საუკეთესო მოვლის შემთხვევაშიც კი, თმის ბოლოები გაიყოფა - ეს ნორმალურია, რადგან სასარგებლო ნივთიერებები ბოლომდე ვერ აღწევს საჭირო ოდენობით.

    სწორედ ამიტომ, 2-3 თვეში ერთხელ ეწვიეთ სალონს და შეიჭერით 1 სმ სიგრძის თმა. გამოიყენეთ სხვადასხვა ზეთი და შრატი ბოლოების გამოსაკვებავად.



  7. შეამცირეთ თერმული დამუშავება
    ჩვენ არ დავწერთ იმას, რომ საერთოდ უარი უნდა თქვათ ფენებსა და სახვევებზე. ჩვენს ცხოვრებაში ამის გაკეთება რთულია, რადგან ვარცხნილობას აუცილებლად სჭირდება სახვევი, სველ თმას - ფენი. უბრალოდ შეამცირეთ უთოებისა და სახვევების გამოყენება, ხოლო თუ არ გამოგდით, შეარჩიეთ ტიტანის ან კერამიკული დაფარვის მქონე მოწყობილობები იონიზაციის ფუნქციით. აუცილებლად გამოიყენეთ თერმოდამცავი საშუალებებიც.

    ფენსაც, კარგი იქნება, თუ შეიძენთ შრობის ოპტიმალური ტემპერატურით, რომლის დროსაც შეუძლებელია თმის დაწვა, და იონიზაციით. იგი თმას დამატებით ელვარებას მიანიჭებს და ხელს შეუშლის დამუხტვასა და გაბურძგვნას.



  8. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას
    ხშირად, თმა არ იზრდება, ცვივა ან ბოლოები იყოფა ჰორმონალური დისბალანსის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ან ღვიძლის პრობლემების გამო. თუ თმის მდგომარეობის მყისიერი ცვლილება შეამჩნიეთ, მიმართეთ ექიმს. შესაძლოა, გჭირდებათ რომელიმე ორგანოს ფუნქციონირების ნორმალიზება, მხოლოდ ამის შემდეგ კი - თმის აღდგენა.


არ დაზოგოთ დრო თავის მოვლაზე! რეგულარული ნიღბები, სწორი დაბანა და დავარცხნა თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.