» » » ეფექტური საშუალებები, რომლებიც თმის ცვენას და ქერტლს უმოკლეს დროში დაგავიწყებთ

ეფექტური საშუალებები, რომლებიც თმის ცვენას და ქერტლს უმოკლეს დროში დაგავიწყებთ

ყველამ არ იცის თუ სიმაგრისაა ადამიანის თმა. ძალზე არაბუნებრივად ეჩვენებათ, როცა ვკითხულობთ, რომ ძველად კართაგენში ქალის თმას სამხედრო საქმეში ხმარობდნენ სხვადასხვა ქვისსატყორცნი იარაღების დასამზადებლად.
ვნახოთ შეესაბამება, თუ არა ეს სინამდვილეს.
თმის ერთი ღერი 100 გრამამდე დატვირთვას უძლებს. ადამიანს კი თავზე 200-ათასამდე თმა აქვს. ადვილი გამოსაანგარიშებელია, რომ ქალი ნაწნავს, მაგალითად, 15-20 ტონა ტვირთის აწევა შეუძლია. ასეთია თმების სქელი კონის გამძლეობა. ასეთი თმისთვის კი მისი მოვლა და დაცვა აუცილებელია.

თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალებები:
  • დაფნის მწვანე ფოთოლი ჩაყარეთ საკმაოდ დიდ ქვაბში, ჩაასხით იმდენი წყალი, რომ ფარავდეს. შედგით ცეცხლზე და ხარშეთ. 30-40 წუთის განმავლობაში, გადმოწურეთ და შეინახეთ დაბანილ თმებზე გადასავლებად.

  • 100 გრ დაფნის მწვანე ფოთლები დაჭერით წვრილად, ჩაყარეთ ბოთლში, ზედ დაასხით არაყი ან სპირტი იმდენი, რომ დაფნას ფარავდეს. ერთი კვირის შემდეგ გადაწურეთ და დილა-საღამოს წაისვით ბამბით თმის ძირებზე.

  • თმის ძირების გასამაგრებლად კარგი საშუალებაა და ძლიერ ეფექტურ შედეგს იძლევა თმის ძირების დაზელა აბუსალათინის ზეთში დასველებული ბამბით. ზეთიანი ბამბის მასაჟი სამი დღე გააკეთეთ, დაიბანეთ თავი ცხელი წყლით და საპნით, გადაივლეთ წყალი, შემდეგ დაფნის ნახარში და შეიმშრალეთ.

  • თმის ცვენისა და ამავე დროს ქერტლის საწინააღმდეგოდ კარგი საშუალებაა აგრეთვე 100 გრ ვარდის წყალი, 100 გრ ნიშადურის სპირტი, 3 გრ ქაფურის ზეთი, 20 გრ სუფთა გლიცერინი და 75 გრ არყის ნაზავი, რომლითაც ყოველ ღამე უნდა იზილოთ თმის ძირები.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.