წინასწარ შერჩეული ქოთანი გარეცხეთ, კარგად გაწმინდეთ სპირტიანი ჩვრით და გააშრეთ. ქოთნის ზედაპირზე ღრუბელით წაუსვით თეთრი აკრილის საღებავი, ხოლო ქოთნის შიგნითა კედლები შეღებეთ ოქროსფერი აკრილით.
თეთრი ფერის რელიეფური ნაზავი აურიეთ კვარცხის ქვიშაში პროპორციით 1 წილი ქვიშა 2 წილ ნაზავზე ისე, რომ ნაზავმა არ დაკარგოს წებოვნობა. აღნიშნული ნაზავი 3-4 მმ. სისქეზე ხელით წაუსვით მთლიანი ქოთნის 3/4 ნაწილს. ქოთნის ყელიდან ძირისკენ 1/4 დატოვეთ ხელუხლებლად რათა მოგვიანებით იმ ადგილას გააკეთოთ ტალღები.
ქოთნის კედლების ნაზავით გაპოხვის შემდეგ თითები დაისველეთ წყალში და დააწექით გაპოხილ ნაზავს, რათა მისი ზედაპირი მცირედად გასწორდეს, ხოლო ქვიშის ტექსტურა უფრო გამოიკვეთოს.
გაპოხილი ქოთანი 20-40 წთ-ის განმავლობაში დადგით ხელუხლებლად გასაშრობად. შრობის ხარისხი დამოკიდებულია ტემპერატურულ მაჩვენებელზე და ჰაერის სინოტივეზე.
შრობის დროის გასვლის შემდეგ, ასევე თითები დაიტანეთ რელიეფური პასტა დარჩენილი ქოთნის ყელის 1/4 ნაწილზე. არ არის აუცილებელი პასტის ზედაპირი იყო ერთგვაროვანი. უბრალოდ შეეცადეთ, რომ უკვე არსებული კვარციანი ზედაპირი შედიოდეს რელიეფურ პასტაში.
ამის შემდეგ, აიღეთ ჩაის კოვზი და მისი სისტემატიურად წყალში დასველებით რელიეფურ პასტაზე გააკეთეთ ტალღები ისე, როგორც სურათზე არის ნაჩვენები.
ტალღების ფორმირების შემდეგ, საქსოვი ჩხირით გააკეთეთ ზღვის ქაფის იმიტაცია ანუ უფრო მარტივად, რომ ვთქვათ საქსოვი ჩხირის ბლაგვი ნაწილი შეარჭეთ ტალღების კიდეებში, ოღონდ ზედმეტი არ მოგივიდეთ.
ხელსაწმენდიდან ამოჭერით ნიჟარები, მოაცილეთ ქვედა ფენა და სწორედ ეს ქვედა ფენა დააწებეთ ქოთნის ზედაპირის იმ ადგილებში, სადაც გსურთ ნიჟარების გაკეთება. მიწებებული ხელსაწმენდის ქვედა ფენაზე წაუსვით რელიეფური პასტა ისე, რომ არ მიხვიდეთ კიდეებამდე და დაელოდეთ მის სრულ შრობას.
დეკუპაჟისთვის განკუთვნილი წებო-ლაქით მიაწებეთ წინასწარ ხელსაწმენდიდან ამოჭრილი ნიჟარები მათთვის განკუთვნილ ადგილებზე, ხოლო ოქროსფერი აკრილის საღებავით არათანაბრად შეღებეთ მათ შორის არსებული სიცარიელეები ისე, რომ მიიღოთ ტალღების ეფექტი. სასურველი იქნება, თუ ნიჟარების გარშემო და ტალღებს შეაფერადებთ გაცილებით მუქ ტონად, რათა ისინი უფრო გამოიკვეთოს.
ჩაის კოვზით გაკეთებული ტალღები გააფერადეთ ცისფრად ისე, რომ ყოველი მომდევნო ტალღის ტონი უფრო ღია იყოს. ქაფი დატოვეთ თეთრ ფრად, ხოლო რელიეფი შეაფერადეთ უფრო მუქ ცისფრად.
სამუშაოს დასრულების შემდეგ, ტალღები და ზღვის ქაფი შეღებეთ ღია ვერცხლისფრად, დაელოდეთ საღებავის სრულ შრობას და ქოთანიც მზად არის ექსპლუატაციისთვის.