» » » ზღვის კენჭებიანი ტყავის ქოთანი

ზღვის კენჭებიანი ტყავის ქოთანი

პლასტმასის ქოთნის დრაპირებისათვის დაგჭირდებათ: საკუთრივ ქოთანი, სპირტი, ჩვარი, წელვადი ტყავის ნაკუწები, ფუძე ნაჭერი (ნებისმიერი ფაქტურის თხელი ნაჭერი), წებო "მომენტი", ზღვის კენჭები, აკრილის საღებავები და ფუნჯები.
წინასწარ გასუფთავებული ქოთანი კარგად გაწმინდეთ სპირტიანი ჩვრით და გააშრეთ. ტყავის ნაკუწი ბლომად გაპოხეთ წებო "მომენტით", გააჩერეთ 1-2 წუთი, მიაწებეთ ფუძე ნაჭერს და თითებს სწრაფი მოძრაობით, ტყავზე გააკეთეთ ნაკეცები ან ნაოჭები ისე, როგორც სურათზე არის ნაჩვენები. ანალოგიურად დაამზადეთ ტყავის ყველა ნაკუწი და 24 სთ-ის განმავლობაში მოათავსეთ ხელუხლებლად.



პლასტმასის ქოთნის გარეთა კედლები ეტაპობრივად გაპოხეთ იმავე წებო "მომენტით" და ისე მიაკარით მომზადებული ტყავის ნაკუწები, რომ მათი პირები 100% სიზუსტით დაემთხვეს ერთმანეთს.
სამუშაოს პროცესში საყვავილე ქოთნის ტყავიან კედლებზე საკუთარი ფანტაზიით მიაწებეთ ზღვის კენჭები. იმ შემთხვევაში, თუ გსურთ კენჭების სიპრიალე, მაშინ გამოყენებამდე 1-2 დღით ადრე ისინი დაფარეთ 1-2 ფენა ლაქით.
დასასრულს, ნახელავისთვის ბუნებრივი იერსახის მისაცემად, აკრილის: ყავისფერი, ყვითელი, თეთრი ან ოქროსფერი საღებავებით ნაწილობრივ შეაფერადეთ მიწებებული ტყავის ნაკუწები, გააშრეთ და ქოთანიც მზად არის.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.