» » » როგორ გავაკეთოთ თივისგან საყვავილე ქოთნის ორიგინალური დეკორაცია

როგორ გავაკეთოთ თივისგან საყვავილე ქოთნის ორიგინალური დეკორაცია

საყვავილე ქოთნის თივით დეკორირებისთვის დაგჭირდებათ: პლასტმასის ქითანი, საშუალო სისქის ზუმფარა, ღრუბელი, აკრილის თეთრი ფერის საღებავი, წებო ემულსია, მაკრატელი, თივა, საშუალო ზომის ჯამი წებოსთვის, წყალი და ფუნჯი.
სამუშაოს დაწყების წინ, მთლიანი ქოთნის ზედაპირი კარგად დაამუშავეთ ზუმფარით, გაწმინდეთ, შეღებეთ აკრილის საღებავით და გააშრეთ.

არსებობს თივის დაწებების ორი მეთოდი:
1. მთლიანი ქოთნის ზედაპირი გაპოხეთ წებო ემულსიით. თივა დაჭერით წვრილად და დააწებეთ.

2. 2 წილი ემულსია გახსენით 1 წილ წყალში, დაამატეთ წინასწარ წვრილად დაჭრილი თივა, კარგად აურიეთ, ხოლო მიღებული ნაზავი ფუნჯით წაუსვით ქოთნის კედლებს.

თივის დაწებების შემდეგ, დაელოდეთ წებოს სრულ შრობას. მთლიანი ქოთნის ზედაპირი საგულდაგულოდ, კიდევ ერთხელ ფუნჯით გაპოხეთ წებო ემულსიით. წებოს წასმის პროცესში შეეცადეთ დააწვეთ ფუნჯს, რათა ერთმანეთში კარგად ჩაჯდეს თივის ნაწილები.
სამუშაოს ბოლო ეტაპზე, მთლიან ქოთანს გადაუსვით თეთრი ფერის აკრილის საღებავი ან სურვილისამებრ დაფარეთ 2-3 ფენა ლაქით, დაელოდეთ ნახელავის სრულ შრობას და თივის ქოთანიც მზად არის.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.