გამოიყენეთ უხეში ჯაგრისი. გრძელი სახელურის დახმარებით სხეულის ნებისმიერ ადგილს მისწვდებით.
რატომ გავიხეხოთ სხეული?
მშრალი გახეხვა ორგანიზმს ასტიმულირებს და ენერგიას სძენს, ამიტომ უმჯობესია, ეს პროცედურის დილით, შხაპის მიღებამდე ჩაიტაროთ. რეგულარული გახეხვა კანს ჰაერით გამდიდრებული სისხლით კვებავს და ეფექტურად ატენიანებს, ასევე ორგანიზმს მომწამლავი ნივთიერებების გამოდევნაშიც ეხმარება და შესამჩნევად აქრობს შეუხედავ კოპებსა და ამობურცულ ადგილებს კანზე.
- მარცხენა ხელში დაიკავეთ ჯაგრისი და ქვემოდან ზემოთ გაიხეხეთ მარცხენა ფეხის წინა მხარე. გახეხეთ მყარად, მაგრამ არა ისე ძლიერად, რომ კანი დაიზიანოთ. ჯაგრისის ყოველი გასმის შემდეგ კანს ნაზად გადაუსვით მარჯვენა ხელი. გაიმეორეთ 3-ჯერ.
- ჯაგრისის მოკლე და წრიული მოძრაობებით მარცხენა ფეხის შიდა მხარეს აუყევით კოჭიდან საზარდულამდე. ჯაგრისის ყოველი გასმის შემდეგ კანს ნაზად გადაუსვით მარჯვენა ხელი. გაიმეორეთ 3-ჯერ და შემდეგ ფეხის გარეთა მხარეზე გადადით. ისიც მოკლე და წრიული მოძრაობებით დაიზილეთ.
- გადადით ფეხის უკანა ნაწილზე. გახეხვა ქუსლიდან დაიწყეთ და ბარძაყის ბოლომდე გრძელი მონასმებით აუყევით. გაიმეორეთ 2-ჯერ და მესამე გასმაზე გადადით დუნდულებზე და შემდეგ - ზურგისკენ. ასეთი მოძრაობები აძლიერებს ლიმფური სითხის მოძრაობას ჯირკვლებისკენ და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
- გადაიტარეთ ჯაგრისი დუნდულებზე და ზურგის ცენტრისკენ ფართო, მსუბუქი და წრიული მოსმებით ადით. თითოეული მოსმის შემდეგ დადეთ ჯაგრისი და გადაუსვით კანს ხელი. გაიმეორეთ ეს პროცედურა 3-ჯერ.
- დაიზილეთ ჯაგრისით გვერდები და ტანის წინა ნაწილი. მუცელი გრძელი და წრიული მოსმებით გაიხეხეთ. ყოველი მოსმის შემდეგ დადეთ ჯაგრისი და კანს ხელი გადაუსვით. გაიმეორეთ ეს პროცედურა 3-ჯერ.
- გადაიტანეთ ჯაგრისი მარჯვენა ხელში და გაიხეხეთ მარცხენა მკლავის მხარე. აუყევით მხრისკენ და შემოატარეთ ჯაგრისი მკერდის მარცხენა გარე მხარეს. ყოველი მოსმის შემდეგ დადეთ ჯაგრისი და კანს ხელი გადაუსვით. გაიმეორეთ ეს პროცედურა 3-ჯერ.
- დასარულ გადადით მარცხენა მკლავის შიდა მხარეს და ვერტიკალური და მსუბუქი მოძრაობებით ადით იღლიისკენ. ყოველი მოსმის შემდეგ დადეთ ჯაგრისი და კანს ხელი გადაუსვით. გაიმეოროთ ეს პროცედურა 3-ჯერ. გაიმეორეთ იგივე მარჯვენა მკლავზეც.