ორგანიზმის გაწმენდა ყოველთვის პოპულარული იყო, დღესაც მისი მიმდევრები დღითი დღე მატულობს. ორგანიზმის გაწმენდის კონცეფციის თანახმად, ჯანრმთელობის შენარჩუნების ძირითადი ხერხია ორგანიზმიდან ყველანაირი "შლაკების" ხელოვნურად მოშორება.
ორგანიზმის გამწმენდი წვენები
სტაფილოსა და ისპანახის წვენების ნარევი
ინგრედიენტები:
- სტაფილოს წვენი - 10 წილი
- ისპანახის წვენი - 6 წილი
- ალოეს წვენი - 3 წილი
მომზადების წესი:
ახალგამოწურული წვენები ერთმანეთს შევურიოთ, დავდგათ წყლის აბაზანაზე ერთგვაროვანი სითხის წარმოქმნამდე. დავლიოთ პატარა ყლუპებით. სამკურნალო დოზა (1ლ) გავყოთ 5 მიღებაზე.
სტაფილოსა და ჭარხლის წვენების ნარევი
ინგრედიენტები: - სტაფილოს წვენი - 400 მლ
- ჭარხლის წვეენი - 200 მლ
- ალოეს წვენი - 4 ს/კ
მომზადების წესი:
ჭარხლის წვენი შევდგათ მაცივარში 2 სთ-ით და შემდეგ შევურიოთ დანარჩენ წვენებს. მიღებული ნარევი გავყოთ 5 ნაწილად და მივიღოთ ყლუპებით დღის მანძილზე.
მარწყვის წვენი
ინგრედიენტები: - მარწყვი - 1 კგ
- შაქარი - 300 გრ
მომზადების წესი:
მარწყვი გავრეცხოთ, დავაშროთ ხელსახოცზე, დავაყაროთ შაქარი, ფრთხილად ავურიოთ და დაველოდოთ წვენის გამოყოფას, შემდეგ გავწუროთ დოლბანდში. მივიღოთ 1/2 ჭიქა დღეში 3-ჯერ ჭამის წინ. მკურნალობის კურსი - 1 თვე. ეფექტურია პოდაგრის დროს.
შავი ბოლოკის წვენი
ინგრედიენტები: - შავი ბოლოკის ძირხვენა - 10 კგ
მომზადების წესი:
ბოლქვები ჯაგრისით გავრეცხოთ, ისე რომ კანი არ მოვაცილოთ. წვენსაწურის მეშვეობით მოვამზადოთ წვენი (მიიღება დაახლოებით 3 ლ ) და თავდახურული შევინახოთ მაცივარში.
მკურნალობა დავიწყოთ 1 ჩ/კ - ით ჭამის შემდეგ, თუ რაიმე უსიამოვნო შეგრძნება არ გვექნება ღვიძლის არეში, დოზა გავზარდოთ 1-2 ს/კ - მდე, შემდეგ 100 მლ -მდე. მკურნალობა უნდა ხდებოდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რადგან ბოლოკის წვენი ძლიერი ნაღველმდენია. წვენის მიღების შემდეგ რეკომენდებულია ღვიძლის არეში სათბურის დადება (15 წთ-ით). პროცედურა გავაგრძელოთ წვენის გათავებამდე.
მკურნალობის დროს აუცილებელია დიეტის დაცვა!