გამოსავალი ყოველთვის არსებობს! კოსმეტოლოგები გვიყვებიან, თუ როგორ უნდა გავანაწილოთ ყველა აუცილებელი კოსმეტიკური პროცედურა კვირის დღეებზე. უბრალოდ მიჰყევით ამ რეკომენდაციებს.
ორშაბათი: წმენდა
კვირის პირვე დღეს ვიშორებთ მკვდარ უჯრედებს, რომლებიც ხელს უშლის ახალი უჯრედების გაჩენას, კანს არათანაბარსა და მქრქალს ხდის.
ოპტიმალური დროა 20:00-დან 21:00-მდე.
ჯერ ვატარებთ ჩვეულებრივ, ყოველდღიურ რიტუალს: ვიბანთ პირს და გულმოდგინედ ვიშორებთ მაკიაჟს. შმდეგ დგება ღრმა წმენდის დრო. ეს პროცედურა კანის ტიპის გათვალისწინებით უნდა ჩაატაროთ:
- მშრალი: მსუბუქი სკრაბი გლუვი და წვრილი ნაწილაკებით;
- ცხიმიანი: ყავის პილინგი;
- მგრძნობიარე: ხილის ან ჰიალურონის მჟავაზე დამზადებული სკრაბები.
კანის გამოსაკვებავად კარგად დაბანილ კანზე უნდა წაისვათ შესაფერისი ნიღაბი ან ბალახეულის ნაყენი.
ოპტიმალური დრო:
- 07:00-დან 08:00-მდე : მატონიზირებელი და დამატენიანებელი პროცედურები;
- 22:00-დან 23:00-მდე: ვიტამინებისა და მარეგენერირებელი შემადგენლობა.
ოთხშაბათი: დატენიანება
კანის დასატენიანებლად, ჩვეულებრივი დღის კრემის გამოყენებამდე წაისვით სპეციალური დამატენიანებელი ნიღბები, რომლებსაც ნებისმიერ კოსმეტიკურ მაღაზიაში იყიდით.
ოპტიმალური დრო - დილით ადრე ან 16:00-სა და 18:00-ს შორის.
რჩევა: დატენიანებისთის, ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ახალი ბოსტნეული, ხილი და კენკრა(სტაფილო, ყაბახი, ვაშლი, საზამთრო და ა.შ.), არაჟანთან ან თაფლთან შერევით.
ხუთშაბათი: დაორთქლვა
ვუმზადებთ კანს ორთქლის აბაზანას საშინაო პირობებში. უბრალოდ მიიტანეთ სახე ბალახის ან კარტოფილის ცხელი ნახარშით სავსე ქვაბთან და დაიფარეთ პირსახოცი თავზე.
ოპტიმალური დროა დღის პირველი ნახევარი ან 16:00-18:00.
რჩევა: სამ თვეში ერთხელ, ხუთშაბათობით დაგეგმეთ პროფესიონალ კოსმეტოლოგთან ვიზიტი, რათა დაბინძურებული ფორები უფრო ღრმად გაწმინდოთ და მოიშოროთ შავი წერტილები.
პარასკევი: მასაჟი
ეს პროცედურა არამხოლოდ სახის ფერსა და ელასტიურობას გააუმჯობესებს, არამედ წვრილ ნაოჭებსაც დააგლუვებს.
თუ რაღაც მიზეზების გამო კოსმეტოლოგთან სახის მასაჟზე ვერ ეწერებით, ჩაატარეთ ეს პროცედურა სახლის პირობებში. დარწმუნდით, რომ მასაჟს სწორი ხაზებით აკეთებთ.
მასაჟი მოიცავს ოთხ მისვლას: გაწელვა, დაგლუვება, გახეხვა და ვიბრაცია.
ოპტიმალური დრო: დღის პირველი ნახევარი ან 16:00-ის შემდეგ.
რჩევა: მასაჟი დაიწყეთ და დაასრულეთ მსუბუქი და რბილი მოძრაობებით.
შაბათი: გაახალგაზრდავება
დადგა გამაახალგაზრდავებელი პროცედურების დრო ანტიასაკობრივი საშუალებების გამოყენებით:
- ვიწმენდთ კანს მაქსიმალურად კარგად.
- ვისვამთ მკვებავ კრემს.
- ვისვამთ შესაფერის ლიფტინგ-ნიღაბს.
რჩევა: ვინაიდან ანტიასაკობრივი პრეპარატები ინტენსიური ზემოქმედებით გამოირჩევა, მათ კვირაში მხოლოდ ერთხელ იყენებენ.
კვირა: ტანვარჯიში
მიეცით კანს დასვენების საშუალება კოსმეტიკური პროცედურებისგან, ავარჯიშეთ შემდეგნაირად:
- ნაოჭების პროფილაქტიკა: მოათავსეთ საჩვენებელი თითები თვალის გარე კუთხეებთან, დიდი თითები კი დააფიქსირეთ ცხვირ-ტუჩის ნაოჭთან.
- ტუჩების ლამაზი ფორმის შესანარჩუნებლად: წამოწიეთ ტუჩის კუთხეები ზემოთ, როგორც ღიმილისას. გაჩერდით ამ დაძაბულობაში 5 წამით, მოადუნეთ კუნთები დროის გასვლის შემდეგ.
- თვალის გარე კუთხის ნაოჭების მოსაშორებლად: დაიდეთ თითები თვალის გარე კუთხეზემ დახუჭეთ თვალები და გაჩერდით ასე 5 წამის მანძილზე.
რჩევა: ეს მიმიკური სავარჯიშოები სარკის წინ უნდა შეასრულოთ, ისუნთქოთ მოდუნებული ტუჩებით თითოეული მათგანის შემდეგ. ეს მოგიხსნით სახის კუნთების დაძაბულობას.
ეს სილამაზის სუფლიორი მუდმივად დაკავებული ქალბატონებისთვის ნამდვილი ხსნაა!