» » » ამ პროდუქტების მეშვეობით ჩვენი ორგანიზმი თავისუფლდება ტოქსიკური ნივთიერებებიდან, სისტემატური მოხმარებისას სრულად აღდგება ნივთიერებათა ცვლა

ამ პროდუქტების მეშვეობით ჩვენი ორგანიზმი თავისუფლდება ტოქსიკური ნივთიერებებიდან, სისტემატური მოხმარებისას სრულად აღდგება ნივთიერებათა ცვლა

მთავარი ღირსება ამ პროდუქტების არის ის, რომ მათ აქვთ უნარი შებოჭოს, არააქტიური გახადოს და ორგანიზმიდან გამოყოს ჯანმრთელობისთვის საშიში მძიმე მეტალის მარილები.
ამ პროდუქტების მეშვეობით ჩვენი ორგანიზმი თავისუფლდება ტოქსიკური ნივთიერებებიდან, ხოლო სისტემატური მოხმარებისას სრულად აღდგება ნორმალური ცვლითი პროცესები.

აი, ის ექვსი "ჯადოსნური პროდუქტი"

1. კარტოფილი, სახამებლის დიდი რაოდენობით შემცველობის გამო, ტოქსინების უნიკალური ადსორბენტია, რომელიც მოწამვლების დროსაც კი გამოიყენება. ამ თვისების ამაღლების მიზნით უმჯობესია მისი მუნდირში მოხარშვა.

2. ჭარხალი იწვევს საჭმლის მონელების აქტივაციას, მძიმე მეტალების მარილების შებოჭვას, მათ ინერტულ ფორმაში გადაყვანას და ბუნებრივი გზით ორგანიზმიდან გამოყოფას.

3. ზღვის კომბოსტო. მის შემადგენლობაში აღმოჩენილ იქნა განსაკუთრებული შენაერთები - ალგინატები, რომლებიც ახდენენ ტოქსიკური ნივთირებების განეიტრალებას და ხელს უწყობენ ორგანიზმიდან გამოყოფას.

4. დაფნის ფოთოლს ეფექტურად გამოყავს ორგანიზმიდან მარილები.

მომზადების წესი: 5 გრ დაფნის ფოთოლს დავასხათ 300 მლ მდუღარე წყალი, მივიყვანოთ ადუღებამდე და დავტოვოთ ნელ ცეცხლზე 5 წთ. შემდეგ გადავიტანოთ თერმოსში და გავაჩეროთ 3-4 სთ, გავწუროთ.
მივიღოთ ცოტაოდენი პორციებით 12-სთ-ის მანძილზე. მკურნალობის კურსი - 3 დღე.

წინააღმდეგჩვენებაა ღვიძლის, კუჭის და შარდგამომყოფი სისტემის დაავადებები.

5. ბრინჯი უნივერსალური პროდუქტია თავისი მრავალფეროვანი სასარგებლო თვისებების გამო. ის ბოჭავს მარილებს და ტოქსინებს, გამოყავს ორგანიზმიდან, აღადგენს ნორმალურ ნივთიერებათა ცვლას, აგრეთვე ამაგრებს ორგანიზმს უჯრედისით.

6. ფიჭვის ან ნაძვის გირჩები - შეიცავს განსაკუთრებულ ნივთიერებას, რომელიც აცალკევებს დალექილ მარილებს ქსოვილებიდან და ხელს უწყობს მატი ორგანიზმიდან გამოყოფას.

მომზადების წესი: გირჩა დავალბოთ 200 მლ წყალში მთელი ღამით. დილით ნაყენი ვადუღოთ 5 წთ, გადმოვდგათ, გირჩა კოვზით ამოვიღოთ და შევავსოთ 200 მლ წყლით.
მივიღოთ ღამით - 100 მლ. მკურნალობის კურსი - 1თვე.

ჭარბი მარილების გამოყოფა ამ დროს ინტენსიურად ხდება და ორგანიზმი მასთან ერთად კალიუმსაც კარგავს, რომელიც აუცილებელია გულის მუშაობისთვის. ამიტომ, კურსის მე-10 დღეს რეკომენდებულია დავიწყოთ 1 ჩ/კ თაფლის მიღება ყოველდღე 3-4 -ჯერ დღეში. მივიღოთ აგრეთვე კარტოფილი, ვაშლი, კურაგა, ლიმონი.
ექიმის დანიშნულებით შეიძლება მივიღოთ კალიუმის პრეპარატები.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.