რასაკვირველია, მარტო იმუნიტეტის აწევა ჰერპესის გამწვავების პროფილაქტიკისათვის არაა საკმარისი. აუცილებელია თავი დავიზღვიოთ სქესობრივი გზით დაინფიცირებისაგან. პრეზერვატივის გამოყენება ის აუცილებელი მინიმუმია, რომელიც უნდა გამოვიყენოთ, განსაკუთრებით მაშინ თუ პარტნიორი ახალია.
თუ თქვენ ან თქვენს პარტნიორს ჰერპესი გაუმწვავდა, აუცილებელია თავი შევიკავოთ კონტაქტისგან. პრეზერვატივიც კი ვერ დაგიცავთ 100%-ით.
ინფიცირებაზე ეჭვის მიტანისას, სასწრაფოდ მიმართეთ დერმატო-ვენეროლოგს.
გაითვალისწინეთ შემდეგი პროფილაქტიკური რჩევები:
- ერიდეთ გადახურებას ან გაციებას, ჩაიცვით ამინდის შესაფერისად;
- ნუ გამოიყენებთ სხვის კოსმეტიკას;
- ყოველწლიურად ოქტომბრიდან აპრილამდე მიიღეთ ვიტამინების კომპლექსი.
- უარი თქვით ალკოჰოლურ სასმელებზე, ცხიმიან საკვებზე, შეამცირეთ შაქარი და ტკბილეული.
- ერიდეთ ლუდის სმას, რომელიც ხელს უწყობს ჰერპესის გამწვავებას.
- მიიღეთ ნატურალური რძის პროდუქტები ცოცხალი ბაქტერიებით. კეფირი, იოგურტი, ჩუმა-მაწონი განაპირობებს ნაწლავთა მოქმედების ნორმალიზებას, რაც თავის მხრივ იმუნიტეტის გაძლიერების პირობაა.
- წლის ცივ პერიოდში რეკომენდებულია დიეტა, რომელიც მდიდარია მცენარეული ზეთით, ხილით და ბოსტნეულით. რეგულარულად მიიღეთ C ვიტამინის შემცველი პროდუქტები (ასკილის ნახარში, მწვანილი, ციტრუსები, შავი მოცხარის ნაყოფი).