- ბევრი, ჰერპესის მორიგი დროს, ტრადიციულად იყენებს აფთიაქის ანტივირუსულ პრეპარატებს, განსაკუთრებით აციკლოვირს. აციკლოვირის ძირზე დამზადებული მალამო - სიმპტომური საშუალებაა. აციკლოვირის მიღება ამცირებს ტკივილის და წვის ინტენსივობას, ხოლო გენიტალური ჰერპესის დროს აფერხებს შარდის გამოყოფის დარღვევებს და აუმჯობესებს ზოგად მდგომარეობას.
- ტუჩის ჰერპესის დროს ზოგიერთს ადგილობრივად სითბო შველის. გამონაყარის გაჩენისთანავე კარგია დაჭყლეტილი ნივრით დაზელვა (დაზელვა და არა წასმა) რათა ნიორი კარგად შეიწოვოს. პროცედურა უმჯობესია ძილის წინ გაკეთდეს (გამონაყარს სითხესთან შეხება რომ არ ჰქონდეს). ასევე კარგია, ტუჩებზე 3%-იანი წყალბადის ზეჟანგიანი ბამბის 1-2 წთ-ით მიდება.
- ზოგი ტუჩების არეში წვის შეგრძნებისას (სანამ ბუშტუკი არ გაჩენილა) დინდგელის სპირტიან ნაყენს ისმევს.
- ჰერპესული გამონაყარის გაჩენისას იყენებენ ისეთ საშუალებასაც, როგორიცაა კბილის პასტა და ბალზამი "ოქროს ვარსკვლავი".
- უნდა აღინიშნოს, რომ ჩამოთვლილი საშუალებები ეფექტურია ჰერპესული გამონაყარის დასაწყის სტადიაში და თითქის ყველა მათგანს სადეზინფექციო მოქმედება აქვს.
- ბევრმა უკვე იცის, რომ ჰერპესის გამწვავება დაკავშირებულია იმუნიტეტის დაქვეითებასთან, ამიტომ მიმართავენ ისეთ საშუალებებს, რომლებიც ხელს უწყობს ორგანიზმის დამცველობითი ძალების ამაღლებას. ამ მიზნით გაზაფხულზე და შემოდგომაზე კარგია ვიტამინების მიღება, ასევე ბოსტნეულის დიეტა. დროულად მიღებული ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი) ჯგუფის ვიტამინებთან ერთად (3-ჯერ დღეში 3 დღის მანძილზე - უსიამოვნო შეგრძნებებისთანავე ) იწვევს არასასიამოვნო შეგრძნებების გაქრობას. ვიტამინი ტუჩებზე გამონაყარის დროს, ამცირებს ტკივილს და აჩქარებს წყლულების შეხორცებას.
დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანსაღი ცხოვრების წესს - სპორტით დაკავება, ნაკლები ალკოჰოლი და სიგარეტი.