თავისი ამტანობის და გამძლეობის გამო ბირკავა თითქმის ყველგან იზრდება - ბაღში, ბოსტანში, ხრამში, უშენადგილას, გზის პირას და მდინარის ნაპირას.
ოროვანდის ძირები შეიცავს ნახშირწყალს - ინულინს, რომელიც შეუცვლელი ნივთიერებაა ორგანიზმში მიმდინარე ცვლითი პროცესების მიმდინარეობაში. ბარდანის ზეთი, რომელსაც აგრეთვე ძირებისგან ღებულობენ, სასარგებლოა ანტისეპტიკური მოქმედებით, შედის ბირკავას შემადგენლობაში არსებული მთრიმლავი ნივთიერებების გამო, ის ფართოდ გამოიყენება კუჭის, ნაწლავების, ღვიძლის, თირკმელების, ნაღვლის ბუშტის დაავადებების მკურნალობაში. ფოთლები და ძირები მდიდარია პალმიტინის, სალიცილის და სტეარინის მჟავებით, სიტოსტერონით, სტიგმასტერონით, მინერალური მარილებით, A,B,C,E,P ვიტამინებით და პროტეინით. სწორედ მცენარის ასეთი ქიმიური შემადგენლობა განსაზღვრავს მის სამკურნალო თვისებებს.
კანდიდოზის მკურნალობა
ინგრედიენტები:
- ბირკავას ძირები - 10 გრ
- მზიურა და კულმუხო - 10 გრ
- აფთიაქის გვირილას ყვავილი - 10 გრ
- წყალი - 600 მლ
მომზადების და გამოყენების წესი:
ნედლეული შევურიოთ ერთმანეთს, დავასხათ მდუღარე წყალი, დავაყენოთ 4 სთ და გავწუროთ. ნაყენი გამოვიყენოთ საშოში შესასხურებლად და გარეგანი სასქესო ორგანოების ჩამოსაბანად. გამოვიყენოთ ექიმის დანიშნულებით.
ბირკავას ძირების და გულყვითელას ნახარში ინტიმური ჰიგიენისთვის
ინგრედიენტები: - ბირკავას ძირები - 10 გრ
- გულყვითელას ყვავილი - 10 გრ
- აფთიაქის გვირილას ყვავილი - 20 გრ
- მუხის ქერქი - 5 გრ
- წყალი - 1,5 ლ
მომზადების და გამოყენების წესი:
ნედლეული დავაქუცმაცოთ, კარგად ავურიოთ, დავასხათ მდუღარე წყალი, დავდგათ წყლის აბაზანაზე, გავაჩეროთ დაბალ ცეცხლზე 15 წთ, შემდეგ გავაციოთ და გავწუროთ დოლბანდში. გამოვიყენოთ გარეგანი სასქესო ორგანოების ჩამოსაბანად ექიმის დანიშნულებით.