» » » გაალამაზეთ თქვენი ფანჯრის რაფა ჯვალოს ხელნაკეთი ჭურჭელით

გაალამაზეთ თქვენი ფანჯრის რაფა ჯვალოს ხელნაკეთი ჭურჭელით

ჯვალოს ნაჭრით ქოთნების დეკორირებისათვის დაგჭირდებათ: ნებისმიერი ფაქტურის საყვავილე ქოთანი, ჯვალოს ფაქტურის საყვავილე ქოთანი, ჯვალოს ნაჭერი, მაკრატელი, სანტიმეტრი, ცარცი, წებო ემულსია, ფუნჯი და კანაფის თოკი.
სამუშაოს დაწყების წინ განსაზღვრეთ საყვავილე ქოთნის ზომა, ფორმა და ჯვალოს ნაჭრისგან გამოჭერით მისი შესაბამისი ნაჭერი. მაგალითად, თუ თქვენი ქოთანი მართკუთხედის ფორმისაა, მაშინ ჯვალოს ნაჭერიც უნდა იყოს მართკუთხედის ფორმის, თუ კვადრატულია - კვადრატული ფორმის და ა.შ.
გამოჭერით ნაჭერი დაფინეთ ჰორიზონტალურად. საყვავილე ქოთნის კედლები გაპოხეთ წებო ემულსიით, დადგით ნაჭრის ცენტრში და ნაჭერი სიმეტრიულად მიაწებეთ. შეეცადეთ, რომ საყვავილე ქოთნის ყველა მხარეს თანაბრად გაანაწილოთ ნაკეცები.
წებოს გაშრობამდე, შემოწებებულ გვერდებზე შემოაკარით კანაფის თოკი და დაელოდეთ ნახელავის სრულ შრობას.



არანაკლებ ორიგინალურია ჯვალოს ნაჭრისგან შეკერილი ტომრების საყვავილე ქოთნებად გამოყენება. მსგავსი ნახელავის დასამზადებლად დაგჭირდებათ: ჯვალოს ნაჭერი, სანტიმეტრი, ცარცი მონიშვნების გასაკეთებლად, მაკრატელი, საკერავი მანქანა და სურვილისამებრ დეკორის ელემენტები.
ხელსაქმის დაწყების წინ, წინასწარ განსაზღვრეთ თუ როგორი ზომის საყვავილე ტომარა გსურთ, ზომები დაიტანეთ ჰორიზონტალურად დაფენილ 2-3 ფენა ჯვალოს ნაჭერზე, გამოჭერით, შეერთების ადგილები დაბლანდეთ, ხოლო შემდეგ შეკერეთ საკერავი მანქანით.
ნახელავის სიმტკიცისთვის, სასურველია, თუ გვერდების ჩაკერვის დროს გააკეთებთ ორმაგ ჩაკეცვას ორმაგი გვირისტით.
სამუშაოს ბოლო ეტაპზე, ამოაბრუნეთ შეკერილი ტომრები, მათ ძირში ჩაყარეთ სადრენაჟო მასალა, მიწის სუბსტრატი და დარგეთ ან დათესეთ მწვანე სახეობები.
ამავდროულად, ტომრების გასაფორმებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი დეკორის ელემენტი, დაწყებული მაქმანებიდან და თასმებიდან, დამთავრებული: ღილებით, თვლებით და სხვა მრავალი წვრილმანებით.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.