კომბუჩა ნამდვილად ცოცხალი სამკურნალო და ახალგაზრდობის ელექსირია! დილით 1 ჭიქა სასმელის დალევა საკმარისია, რომ ჰიპერტონია დაივიწყოთ. გარდა ამისა, სასმელი საკვების მონელების ორგანოებს და ნაწლავებს მავნე მიკრო ფლორისგან წმენდს, კუჭის, ღვიძლის, თირკმლის დაავადებებს კურნავს - ეს ამ სამკურნალო საშუალების სრული სია არაა.
ვინც არ იცის, კომბუჩა იგივე ჩაის სოკოა, რომელიც ადრე ძალიან ბევრს თაროზე ქილაში ჩადებული ჰქონდათ და მასში დარჩენილ ჩაის ასხამდნენ. 90-იანებში, ტკბილი იმპორტული ლიმონათების შემოსვლის შემდეგ, ეს სასმელი მათ დაივიწყეს. თუმცა კომბუჩის პოპულარულობის მეორე ტალღა დასავლეთიდან იწყება.
აშშ-ში ახლა ყველა მაღაზიაში არა ლიმონათს, არამედ სწორედ სხვადასხვა გემოს მქონე კომბუჩას ნახვა შეგიძლიათ. ათეულობით, თუ ასეულობით არა, მწარმოებლები სასმელის გავრცელებით არიან დაკავებულნი. ამ ახალმა სასმელმა პოპულარულობა მოიხვეჭა.
ჩაის სოკოს სარგებელი
"რჩევების" რედაქცია დღეს საიდუმლო დეტალებს გიზიარებთ, თუ ჩაის სოკო კვლავ პოპულარული რატომ გახდა.
ჩაის სოკოს გზა ეკლიანი და საიდუმლოებებით სავსეა. და საერთოდ, ეს სოკო არაა! სამ ლიტრიანი ქილის ნივთიერებას სინამდვილეში ზოოგლეას უწოდებენ - ლორწოვან წარმონაქმნს, რომელიც ცოცხალი მიკრო ორგანიზმების პროცესის შედეგად წარმოიქმნება. თავისი არსით, ეს საფუარის და ძმრის ბაქტერიების ნაერთია, რომლებიც შაქრის გადამუშავებას ახდენენ: მიიღება მომჟავო-მოტკბო გაზიანი სასმელი. ბუნებაში ჩაის სოკო ჯერ აღმოჩენილი არაა.
თვლიან, რომ ჩაის სოკო მანჩჯურში გაჩნდა, რადგან პირველად ძველ ჩინურ ხელნაწერებში იყო ნახსენები. მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩაის სოკოს მომზადება და სასმელის დალევა რუსეთშიც დაიწყეს. აზიიდან რუსეთში მისი გაჩენის ბევრი ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, სოკო ჯარისკაცებმა რუსეთ-იაპონიის ომიდან რუსეთში ჩამოიტანეს.
ბევრი ისტორიკოსი ამ ვერსიას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ჩაის სოკო პირველად ტიბეტში გამოიყენეს. ამ სამკურნალო პროდუქტის წარმომავლობის ისტორია ჯერ დადგენილი არაა, მაგრამ ცნობილია, რომ რუსეთში მისი შესწავლა მე-19 ს-ის ბოლოს დაიწყეს.
აშშ-ში ჩაის სოკოს "კომბუჩას" უწოდებენ, რომელიც ზღვის მცენარეების იაპონური ჩაის სახელიდან მოდის, ჩაის სოკოს თავიდან სწორედ ეს სასმელი ეგონათ. სახელი არასწორია, მაგრამ დღემდე ასე უწოდებენ.
სასმელის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მასში შესანიშნავი ბუნებრივი ანტიბიოტიკები იქმნება. მას ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლა შეუძლია. სასმელს როგორც პროფილაქტიკურ საშუალებას ისე იყენებენ, ასევე ტრადიციულ სამკურნალო საშუალებებთან ერთადაც. ყაბზობის და კოლიტის მქონე ადამიანებისათვის ჩაის სოკო ნამდვილი ხსნაა.
ახლა კომბუჩას აწარმოებენ და მთელ მსოფლიოში ყიდიან. საკონსულტაციო კომპანიების მონაცემებით, 2016 წლიდან, კომბუჩის გლობალური გაყიდვები 1.06 მილიარდ დოლარს მიაღწია. 2022 წლისთვის ეს მაჩვენებელი 2.5 მილიარდამდე გაიზრდება!
ყველაზე მეტად აშშ-ს ბაზარი იზრდება. 2017 წელს ბაზრის ზრდამ 37% შეადგინა. ამ დროის განმავლობაში კომპანია Coca-Cola-ს მოგება 80%-ით შემცირდა! ასე რომ დროა ჩაის სოკოს დალევა დაიწყოთ.
ევროპაში ჩაის სოკოს სასმელი ჯანსაღი საკვების ქსელში იყიდება და ეს პროდუქტი საკმაოდ მოთხოვნადია. მაგ., ცნობილი ბრიტანელი მსახიობი ორლანდო ბლუმი, რომელიც "ბეჭდების მბრძანებელში" და "კარიბის ზღვის მეკობრეებში" მონაწილეობს, სხვა სასმელს ჩაის სოკოს ამჯობინებს.
ჩაის სოკოს შემადგენლობაში ადამიანისთვის სასარგებლო ვიტამინები, მჟავები, ფერმენტები შედის. მას თირკმლების, ღვიძლის, კუჭის და შარდის ბუშტის დაავადებების დროს აქტიურად იყენებენ. ჩაის სოკო ასევე გახდომაში ხელს შეგიწყობთ, რადგან კუჭის ნორმალური მუშაობა გახდომის პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
ასევე სასმელი ნერვულ სისტემას ამშვიდებს, გაციებისგან დაგიცავთ და მუდმივ თავის ტკივილებს მოგიხსნით. თუ თქვენ უძილობა გაწუხებთ, ჩაის სოკოს ხშირი დალევა დაგეხმარებათ. სასმელი თმას აძლიერებს, სახის და სხეულის კანს ასუფთავებს, ჭრილობებს ახორცებს.
ჩაის სოკოს სასმელის დალევა საკვების მიღების დროს და მიღებიდან იმწამსვე არ ღირს. საქმე იმაშია, რომ ის კუჭის მოქმედებას შესანიშნავად ასტიმულირებს და აძლიერებს და შედეგად შიმშილის გრძნობას იწვევს. სწორედ ამიტომ, უმჯობესია სასმელის ჭამის მიღებამდე დალიოთ.
ჩაის სოკოს ძლიერი სასმელი ჩაისგან განსხვავებით ალკოჰოლის მცირე დოზას შეიცავს, რაც შეიძლება თანამედროვე ტესტერებმა შეიძლება დააფიქსიროს. ასე რომ მანქანის ტარების დროს მისი დალევა არ ღირს!
რედაქციის რჩევა
თქვენი ყურადღება მინდა მივაქციოთ იმას, რომ სასმელს უკუჩვენებაც აქვს. ჩაის სოკოს ხშირი მოხმარებამ შეიძლება უსიამოვნო შეგრძნება, გულისრევა, ზოგჯერ თავის ტკივილები გამოიწვიოს.
კომბუჩუს დალევა ორსულობის და მეძუძურე დედებისთვის რეკომენდებული არაა. წყლულოვანი დაავადების და გაზრდილი მჟავიანობის დროს უმჯობესია ჩაის სოკო რაციონიდან გამორიცხოთ.
არ დაგავიწყდეთ სასარგებლო ინფორმაცია თქვენს მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ, დაე მათაც ჩაის სოკოს შესახებ გაიხსენონ.