» » » საუკეთესო ასაკი მშობიარობისთვის. ქალებს ნამდვილი სიურპრიზი გელით.

საუკეთესო ასაკი მშობიარობისთვის. ქალებს ნამდვილი სიურპრიზი გელით.

ოჯახის დაგეგმვის საკითხი დღევანდელ დღეს აქტუალურია ისე, როგორც არასდროს. ნაადრევი მოწიფულობისა და საეჭვო მორალის ეპოქაში ბავშვებს აჩენენ შემთხვევით და ეს საოცარი საჩუქარი მძიმე ტვირთი ხდება. მეორე მხრივ უამრავი ქალი საკუთარი თავის რეალიზებას ახდენს კარიერის საშუალებით და უგულვებელყოფს ოჯახურ ურთიერთობებს. ისინი ბავშვის გაჩენის საკითხს განიხილავენ შემდეგი პოზიციიდან - "გვიანი ხომ არ არის?"

საუკეთესო ასაკი მშობიარობისთვის. ქალებს ნამდვილი სიურპრიზი გელით.

"რჩევების" რედაქცია შეეცადა დაეცვა ბალანსი არსებულ სიტუაციაში და გააანალიზა სამეცნიერო სტატიები და ჟურნალები, სადაც დეტალურად არის განხილული, რა ასაკაში არის უმჯობესი მშობიარობა.

საუკეთესო ასაკი მშობიარობისთვის
ალბათ გახსოვთ, რომ არც ისე დიდი ხნის წინ მშობიარობისთვის ხანდაზმულად ითვლებოდა 25 წელს გადაცილებული ქალი. ბავშვის ჩასახვისთვის საუკეთესო ასაკად მიიჩნეოდა 20-27 წელი. როგორ განიცდიდნენ ისინი, ვინც ვერ მოასწრო! ცოტა ხნის წინანდელმა კვლევებმა უარყო ამგვარი თეორიები.



მშობიარეების ასაკთან დაკავშირებით გამუდმებით კამათობენ. ერთი მხრივ, ახალგაზრდა ორგანიზმი აწარმოებს ჯანმრთელ კვერცხუჯრედებს და ხოლო მშობიარობის შემდეგაც მალევე აღიდგენს ძალებს. მეორე მხრივ კი, ბავშვის სათანადო აღზრდა - ახალგაზრდა დედისთვის მძიმე პასუხისმგებლობაა.

ტეხასის უნივერსიტეტის ექიმმა ჯონ მიროვსკიმ წამოაყენა ახალი თეორია. მისმა კვლევებმა აჩვენა: ბავშვის გაჩენისთვის იდეალური ასაკი 34 წელია. აი, რამდენიმე არგუმენტი გვიანი მშობიარობის სასარგებლოდ.
  1. გაცნობიერებულობა
    თქვენ უკვე კარგად გაქვთ გააზრებული ბავშვის გაჩენის სურვილი და ზედმიწევნით აცნობიერებთ მისი აღზრდის შესაძლებლობებს.



  2. მატერიალური რესურსი
    ფინანსური სტაბილურობა გმატებთ თავდაჯერებულობას, რომ თქვენი ბავშვი იქნება უზრუნველყოფილი.

  3. ურთიერთობებში გამოცდილი
    ამ პერიოდისთვის ქორწინება უფრო მყარდება. წვრილმანი კამათები ვეღარ შეარყევენ მის სიმტკიცეს. უკვე ზუსტად იცით, რომ თქვენი პარტნიორი ყოველთვის მხარში გედგებათ.



  4. სტაბილური კარიერა
    თქვენ უკვე გიჭირავთ გარკვეული პოზიცია საზოგადოებაში. იცით საიდან უნდა გახვიდეთ დეკრეტში და, რაც მთავარია, სად დაბრუნდეთ შემდგომ.

რაც არ უნდა იყოს, არსებობს გვიანი მშობიარობის რიგი უარყოფითი მხარეები. 40 წელს ზევით მშობიარობა ზრდის გართულებებისა და ქრონიკული დაავადებების წარმოშობის რისკს. რეპროდუქციული სისტემა სუსტდება. ამიტომ, ასაკში მყოფმა ორსულებმა ეს პერიოდი უნდა განვლონ ექიმების კონტროლის ქვეშ.



რა ასაკშიც არ უნდა დაგეგმოთ ბავშვის გაჩენა, გახსოვდეთ, რომ ეს მოვლენა სამუდამოდ შეცვლის თქვენ ცხოვრებას. მიუდექით ამ საკითხს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.