რძის სუპის მომზადების დროს, რათა თავიდან ავიცილოთ რძის ქვაბზე მიწვა, საჭიროა სული ნელ ცეცხლზე ვადუღოთ. გარდა ამისა, რძის სუპი უნდა მომზადდეს მომინანქრებულ, სქელ ალუმინის ან მოკალულ სპილენძის ქვაბში. თუ რძე მიგვეწვა, ის დაუყოვნებლივ უნდა გადავასხათ სხვა ქვაბში. თუ სუპში ზედმეტი მარილის ჩაყრა მოგვიხდა.
შეცდომის გამოსწორება შეიძლება შემდეგნაირად:
სუპიან ქვაბს ზევიდან გადავაფაროთ ტილო, რომელზედაც დავაყროთ მარილს; სუპი ამ დროს უნდა დუღდეს. ტილოზე დაყრილი მარილი შეისრუტავს თითქმის მთელ მარილს, რომელიც საჭმელში იყო.
მეორე საშუალება ასეთია: სუპში ჩავაგდოთ დოლბანდში გახვეული თეთრი პურის ან ფუნთუშის გული; იგი შეისრუტავს მარილს.
რძის სუპი ატრიით
მასალად საჭიროა:
- რძე - 3 ლიტრი
- ერბო ან კარაქი - 3 სუფრის კოვზი
ატრისაათვის: - პურის ფქვილი - 200 გრამი
- კვერცხი - 1 ცალი
- მარილი - გემოვნების მიხედვით
დამზადების წესი:
კვერცხის გული, ერბო ოდა ორი სუფრის კოვზი ცივი წყალი კარგად ავურიოთ ერთმანეთში. ავზილოთ შიგ თეთრი პურის ფქვილ, მოვზილოთ მაგარი ცომი, გავათხელოთ მაგიდაზე, დავჭრათ წვრილად და ნახევარი საათით დავდგათ გასაშრობად. გაშრობის შემდეგ ჩავუშვათ მდუღარე რძეში და ვადუღოთ, სანამ არ მოიხარშება.
რძის სუპი კვერცხით - ავადუღოთ სამი ლიტრი რძე, დუღილის დროს ჩავახალოთ 6 ცალი კვერცხი და 2 სურის კოვზი კარაქი. სუფრაზე მიტანისას თითოეულ თეფშზე გავანაწილოთ თითო ან ორი ცალი კვერცხი.
რძის სუპი ბრინჯით ან მაკარონით
ინგრედიენტები: - რძე 3 ლიტრი
- ბრინჯი - 3/4 ჩაის ჭიქა
- ერბო ან კარაქი - 50 გრამი
- მარილი - გემოვნების მიხედვით
დამზადების წესი:
ავადუღოთ რძე. დუღილის დროს ჩავყაროთ ბრინჯი ან წვრილად დატეხილი ვერმიშელი. ვადუღოთ, სანამ არ მოიხარშება. დუღილის დროს ჩავუმატოთ ერბო ან კარაქი.