იტალიური წარმოშობის მაქმანი პირველად ვენეციაში შეიქმნა 1363 წელს და მალე საყოველთაო პოპულარულობა მოიპოვა. თავდაპირველად მას ამზადებდნენ ძაფებით და ცხენის ძუით, თუმცა დროთა განმავლობაში ტექნოლოგია დაიხვეწა და დღეისთვის ფუფუნების საგნად ითვლება.
მრავალი დიზაინერი იყენებს მაქმანს ტანისამოსის გასაფორმებლად ან რაიმე სახის დეკორის შესაქმნელად. მაქმანიანი ქოთნების დასამზადებლად დაგჭირდებათ: წებო, ემულსია, ფუნჯი, მაქმანი, მაკრატელი და თიხის ქოთანი. წინასწარ კარგად გასუფთავებული თიხის ქოთნის კედლები გაპოხეთ წებო ემულსიით და ჰორიზონტალურად ან ვერტიკალურად დაიწყეთ მაქმანის მიწებება ან გადაჭიმვა.
დაწებების დროს შეეცადეთ, რომ მაქმანის პირები ერთმანეთს დაემთხვეს. მიწებებისას სასურველია, თუ მაქმანის გადანაჭერ ადგილებსაც ფრთხილად წაუსვამთ წებოს, რათა მოგვიანებით არ მოხდეს მათი გამოშლა. დეკორირებული ქოთანი 12 სთ-ის განმავლობაში დადგით ხელუხლებლად, წებოს გაშრობამდე.
თუ ქოთნის იერსახე თქვენთვის მიუღებელია, მაშინ იგი შეგიძლიათ გადაღებოთ ნებისმიერფრად.