კოჟრი არის კანის რქოვანი შრის გასქელება, რაც შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკურმა შრომამ (ხელზე) მოუხერხებელმა ფეხსაცმელმა (ფეხებზე). კოჟრი აწვება მის ქვეშ კანში ნერვულ დაბოლოებებსა და იწვევს ტკივილს. კოჟრის ზოგიერთი სახეობას აქვს ღრმად ჩამჯდარი "ფესვები".
- შემწვარი ხახვის ფოთლის დადება კოჟრზე, არბილებს და ხელს უწყობს მის ამოგდებას.
- იღებენ ხახვს, აცლიან კანს და დებენ ძმარში ორად გაჭრილს. აჩერებენ 1 დღე-ღამეს თბილ ადგილას. იღებენ ხახვის ერთ ფოთოლს და იდებენ კოჟრზე. ფოთოლს ცვლიან დღეში ორჯერ.
- ნიორს ხარშავენ რძეში და იდებენ კოჟრებზე ან შემწვარ ნიორს აქცევენ ფაფად და ურევენ ზეითუნის ზეთში. წინასწარ მაზოლიან ადგილს ალბობენ სოდიან წყალში.
- ძილის დროს იკეთებენ მაზოლიანი ადგილის ცხელ აბაზანას, შემდეგ ჭრიან ლიმონს ისე, რომ ქერქს ჰქონდეს რბილობიც და რბილობიანი მხრიდან იდებენ გამაგრებულ ადგილზე. იხვევენ და 2-5 დღის შემდეგ იმეორებენ პროცედურას. ბოლოს კვლავ ცხელ წყალში ალბობენ მაზოლს და ფრთხილად აგდებენ ბუდიანად.
- ლეღვს ღეჭავენ უზმოზე და იდებენ მაზოლზე. ცვლიან ყოველდღიურად.
- ღამე მაზოლზე იდებენ ალოეს ფოთოლს და იხვევენ.
- ჭიქაში ასხამენ ძმარს, იდებენ ახალ კვერცხს. 8 დღის შემდეგ კვერცხი მთლიანად გაიხსნება. მიღებულ მალამოს ისვამენ მხოლოდ მაზოლზე და იხვევენ.
- მოხერხებულ საშუალებად მიგვაჩნია მაზოლზე დინდგელის დადება. რამდენიმე დღეში მაზოლი ამოვარდება.
- თუ მაზოლი ვერტიკალური ღერძითაა, ის ძალიან მტკივნეულია. მისი ამოწვა - ამოგდება ხდება ხალხური მედიცინის უცნაური საშუალებით. მაზოლზე იდებენ ლენტას (ელეკტრო სადინებზე გადასახვევი). ის ძლიერ ქაჩავს მაზოლს და აგდებს. როდესაც გახმება ლენტა, შეცვლიან. ამ პროცედურების დაწყებამდე უმჯობესია მაზოლი დალბეს სოდიანი წყლით და რბილი კრემით.
- ინგლისურ მარილს ხსნიან თბილ წყალში და იკეთებენ აბაზანას მაზოლიან ფეხზე, ყოველ დღე 10-15 დღის განმავლობაში. აბაზანის შემდეგ კი ისვამენ ვაზელინს და პემზის ქვით იხეხავენ. რეკომენდებულია მაზოლს წაუსვათ აგრეთვე ქაფურის სპირტი.