ძირმაგარას იწვევს სტაფილოკოკი, რომელიც იჭრება თმის ფოლეკულში, პროვოცირებას უკეთებს მის ნეკროზს და იწვევს გარშემო მდებარე, ქსოვილის ანთებას. ამრიგად, წარმოიშობა მეტად მტკივნეული კვანძი. მისი ძირი მკვრივია, ამიტომ უწოდებენ ძირმაგარას. მას აქვს ბუდე. ძირმაგარა მოშორდება მაშინ, როცა ჩირქის ბუდე ამოვარდება.
- მრავალძარღვას ახალ ფოთლებს აქვს მიკრობსაწინააღმდეგო მოქმედება, ამიტომ წარმატებით გამოიყენება ფურუნკულების სამკურნალოდ. ფოთლების რამდენიმე ფენას იდებენ დაჩირქებულ ადგილზე და ბინტით იხვევენ. ახალი ფოთლებით ცვლიან ყოველ 2 საათში ერთხელ.
- იღებენ ჭვავის პურს, აყრიან მარილს და ღეჭავენ, რომელსაც იდებენ ფურუნკულზე და იხვევენ.
- ბარდას მარცვლებს ფქვავენ, ალოეს წვენით აკეთებენ მალამოს და იდებენ ფურუნკულზე.
- ძირმაგარაზე იდებენ თბილ დინდგელის ფირფიტას.
- თაფლისა და პურის ფქვილისგან ზელენ ცომს და იდებენ ძირმაგარაზე. უმჯობესია თუ ზემოდან მრავალძარღვას ან კომბოსტოს ფოთოლს დააფენთ და ისე შეუხვევთ.
- საკუთარ ნერწყვში ხსნიან პურის ფქვილს, მოაყრიან შაქარს დაიდებენ საფენით შაქრიანი მხრიდან.
- სვამენ ძახველის ნაყოფის ნაყენს როგორც ჩაის. იწმინდება ორგანიზმი და ფურუნკულები ქრება.
- იღებენ 15 გ. ჭინჭრის ფოთოლს და ასხამენ 200 მლ მდუღარეს. აჩერებენ 2 სთ. ღებულობენ თითო სუფრის კოვზს 3-ჯერ დღეში.