» » » გინეკოლოგების რეკომენდაციები: ნორმალურია თუ საშიში გამონადენი ციკლის დროს

გინეკოლოგების რეკომენდაციები: ნორმალურია თუ საშიში გამონადენი ციკლის დროს

ქალბატონებს ხშირად უჩნდებათ ისეთი კითხვები, რომლებსაც ვერავისთან განიხილავს. მათ რიცხვშია გამონადენი საშვილოსნოდან. ნორმალურია თუ არა ისინი? თუ კი, მაშინ რა არის ნორმა? როდის უნდა წავიდე ექიმთან? ამ და სხვა კითხვებზე დღეს გინეკოლოგი გიპასუხებთ.

სქესობრივი მომწიფების ნიშნები


მენსტრუალური ციკლის დაწყებამდე დაახლოებით 1 წლით ადრე, გოგონას ეწყება უსუნო, გამჭვირვალე გამონადენი. ეს სრულებით ნორმალურია და იმის ნიშანია, რომ გოგონას ორგანიზმი მზადაა დედობისთვის. ასეთი გამონადენი ქალბატონს მენოპაუზამდე გასდევს.

ჯანსაღი ნორმა


გამონადენის არარსებობამ ქალი უნდა დააფიქროს საკუთარ ჯანმრთელობაზე. ნორმის ფარგლებში, გამონადენს აქვს არამკვეთრი ფერი(თეთრი ან ღია ყვითელი), აქვს ოდნავ მომჟავო სუნი და არ იწვევს ლორწოვანის გაღიზიანებას ან დისკომფორტს. გამონადენი ასრულებს ორ განსხვავებულ დავალებას: ამარტივებს სპერმატოზოიდის გადაადგილებას, იცავს ინფექციებისგან და ასრულებს საპოხის როლს სექსუალური აქტის დროს.

გამონადენის რეგულარული გაჩენა მეტყველებს იმაზე, რომ ქალის რეპროდუქციული სისტემა წესრიგშია.

მშობიარობის შემდეგ


მშობიარობიდან 3-8 კვირის მანძილზე, ქალს სისხლიანი გამონადენი უჩნდება. ისინი ნორმალურად ითვლება. გარდა ამისა, მსგავსი გამონადენი აბორტიდან 3-4 კვირის მანძილზეც შეიძლება ჰქონდეს ქალს. მათ არ აქვთ უსიამოვნო სუნი და ნორმად ითვლება.

მოვარდისფრო გამონადენი


მოვარდისფრო გამონადენი ჩნდება, თუ ქალმა დაიწყო ორალური კონტრაცეპტივების მიღება ან უპირატესობა საშვილოსნოსშიდა სპირალს მიანიჭა, დაცვისათვის. გამონადენი ნორმად ითვლება 3-4 თვის მანძილზე და ამას იწვევს ის, რომ ორგანიზმს ჰორმონების მიკროდოზისა და მასში სპირალის არსებობის ადაპატაციისთვის დრო სჭირდება.

თუ გამონადენი 4 თვეზე მეტხანს გრძელდება და თან ტკივილები ახლავს, აუცილებლად უნდა მიმართოთ გინეკოლოგს.

სტოპ-სიგნალები


მაძღარი მწვანე, შავი, ყავისფერი ან ყვითელი ფერის გამონადენი, რომელსაც თან ახლავს მკვეთრი სუნი, ტკივილი, ქავილი - ნორმალური არაა! ისინი ორგანიზმში არსებულ ანთებაზე მიუთითებს. ეს შეიძლება იყოს მიკოპლაზმოზი, ქლამიდიოზი, გონორეა ან სხვა დაავადებები.

შედედებული ან სისხლისფერი(არამენსტრუალურ პერიოდში) გამონადენი ექიმთან მისვლის კიდევ ერთი მიზეზია. ისინი, შესაძლოა, მიუთითებდეს როგორც გონორეაზე, ისე ეროზიასა და სიმსივნეზეც კი.

საშვილოსნოს სტომატიტი


სტომატიტს იწვევს სოკო Candida. ეს სოკოები აზიანებს ლორწოვანს და იწვევს ქავილსა და დისკომფორტს. ამასთან, ამ გამონადენს ხაჭოსმაგვარი კონსისტენცია აქვს. ჩვეულებრივ, ამ დაავადების დროს უსიამოვნო სუნი არ არსებობს.

დაავადებას იწვევს სხვადასხვა ფაქტორი: სტრესი, არასწორი კვება, ჰიგიენის უგულებელყოფა, ანტიბიოტიკების მიღება, ფეხმძიმობა და სხვა.



სტომატიტი უნდა განიკურნოს, ოღონდ არა რეკლამირებული მედიკამენტებით, არამედ ინდივიდუალურად შერჩეული მკურნალობოთ. თუ კანდიდოზს დროულად არ განკურნავთ, იგი გამოიწვევს საშვილოსნოს, საშვილოსნოს ყელის ან შარდგამომყოფი ტრაქტის ანთებას.

დროებითი პრობლემები


ხანდახან, არანორმალური გამონადენიც ჩნდება, როცა ორგანიზმი განიცდის სტრესს იმუნიტეტის დაქვეითების, დისბაქტერიოზის, ანტიბიოტიკების მიღების ან მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის გამო. ჩვეულებრივ, ორგანიზმის რეაბილიტაციის შემდეგ, გამონადენი თავისით ქრება.

ციკლის შუა პერიოდში, ოვულაციის დროს, შესაძლოა გაიზარდოს გამონადენის სიბლანტე და სიხშირე. ეს სრულებით ნორმალურია.

სქესობრივი აქტის დროს


სექსის დროს, ვაგინადან გამონადენი უფრო აქტიური ხდება. ეს სავსებით ნორმალურია, რადგან იგი ასრულებს საპოხის როლს და სასიამოვნო შეგრძნებების შეუცვლელი მეგზურია. თუ გამონადენი საკმარისი არაა, თქვენ იგრძნობთ დისკომფორტს, ქავილსა და სხვა უსიამოვნო შეგრძნებას.

გახსოვდეთ, რომ უსუნო გამონადენი, რომელსაც არავითარი დისკომფორტი არ მოაქვს, დიდი ალბათობით, უსაფრთხოა. ხოლო თუ მას თან ახლავს ქავილი ან სხვა უსიამოვნო შეგრძნება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.