ხაჭოსებრი გამონადენი მიუთითებს სოკოს არსებობაზე.
სტრეპტოკოკური და სტაფილოკოკური ინფექციისას გამონადენი ხდება თხევადი.
ყველა შემთხვევაში დიაგნოზი უნდა დასვას ექიმმა გინეკოლოგმა.
- თეთრად შლის დროს მიიღეთ 50 გრამი კოწახურისა და ძახველის კენკრის წვენი.
- ფარსმანდუკისა და ტყის მარწყვის ფესვების ნაყენის მიღება დღეში 2-3 ჩაის ჭიქა 2 კვირის განმავლობაში აქრობს გამონადენს.
- 25 გრამ გულყვითელას ყვავილს ასხამენ 100 მლ სპირტს. აჩერებენ 2 კვირა. 1 ჩაის კოვზ ნაყენს იღებენ 1 ჩაის ჭიქა წყალზე და იკეთებენ გამორეცხვებს.
- იღებენ 2-4 სუფრის კოვზ კრაზანას, ასხამენ 2 ლიტრ წყალს. ადუღებენ 20 წუთს, წურავენ. იკეთებენ გამორეცხვებს ძილის წინ.
- 10 გრამ კვრინჩხის დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 500 გრამი წყალი და ადუღეთ 15 წუთს ძალიან ნელი დუღილით. ნაყენი გაწურეთ დოლბანდში და გაიკეთეთ გამორეცხვა.
- ერთი მუჭა კრაზანას ბალახი, მუხის ქერქი, ჭინჭრის ფესვები, დვალურას ფესვები, ვარდის ყვავილის გვირგვინის ფურცლები, ფითრი, ნეგოს ყვავილები, წნორის ქერქი, წიწმატურა, ლაშქარას ფესვები, სელის თესლი, წყლის წიწაკა, (წალიკა) კალენდულას, (გულყვითელა), ყვავილები, ყველა ზემოთ ჩამოთლილი ერთი მუჭის ოდენობით.
იღებენ ამ ნარევს 4 მუჭის ოდენობით, ასხამენ 2-3 ლიტრ წყალს და 20 წუთს ადუღებენ ნელ ცეცხლზე. ორჯერ წურავენ და საშვილოსნოს ყელს რაც შეიძლება ღრმად ირეცხავენ დღეში ორჯერ ცხელი გამონახარშით, რამდენადაც ეს მოსათმენი იქნება. პროცედურას ახდენენ დილით და საღამოთი. - ყოველ საათში დალიეთ თითო ყლუპი ჭინჭრის დედა: პატარა მწიკვი ჭინჭრის დედა დააყენეთ 10 წუთით ერთ ფინჯან ცხელ წყალში.
- ყვითელი და მოყავისფრო გამონადენი დროს - ყოველ საათში დალიეთ ჩვეულებრივი მარმუჭისა და ალპური მარმუჭის ნაყენი თითო ყლუპი, რომელშიც ჩაუმატებთ ცოტა ჭინჭრის დედას, ნაყენი დააყენეთ ცხელ წყალში 10 წუთის განმავლობაში. გამოიყენეთ ცივი ნაყენი.
- 1 ჩაის კოვზ წვრილად დაჭრილ მუხის ქერქს დაასხით ორი ჩაის ჭიქა ცივი წყალი და გააჩერეთ 8 საათის განმავლობაში. ხსენებული ნაყენი დღე-ღამის დოზაა. მიიღება დილას და საღამოს.
- 1 სუფრის კოვზ ხმელ, წვრილად დაჭრილ კაკლის ფოთოლს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გაცივების შემდეგ მთელი დღის განმავლობაში მიიღეთ.