პლასტიკური ქირურგიის და კოსმეტოლოგიის ექიმი ონკოლოგ-მამოლოგი მარია მორტაზავი მოგვითხრობს 5 ძირითადი მომენტის შესახებ, რომელიც ქალბატონებს ყველაზე მეტად აინტერესებთ, მამოლოგთან ვიზიტისას.
1. მართალია, რომ მკერდის კიბო ახალგაზრდავდება?
დიახ სიმართლეა. თუ სტატისტიკას გადავხედავთ დავინახავთ, რომ 100 ათასი ქალბატონიდან რომელთა ასაკი 30 წელს არ აღემატებოდა მკერდის კიბო დაუდგინდა 28,5-ს, მათგან ყველაზე პატარა 8 წლის გოგონას. ამიტომ პრინციპულად მნიშვნელოვანია სარძევე ჯირკვლების ფორმირების მომენტიდან წელიწადში ერთხელ მამოლოგთან ვიზიტი.
ამასთანავე თუ თქვენს ნათესავს დაუდგინა მკერდის კიბო, საჭიროა განსაკუთრებული ყურადღებით მოვეკიდოთ ამ საკითხს და ჯანმრთელობას. მაგალითად თუ დედას 45 წლის ასაკში აღმოუჩინეს დაავადება, მისი ქალიშვილისთვის აუცილებელია მამოლოგთან რეგულარული ვიზიტი 32-35 ასაკში. ასევე მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ თუ თქვენ დაგეგმილი გაქვთ მკერდის პლასტიკა ან გადიხართ ჩანაცვლებით ჰორმონულ თერაპიას.
2. შესაძლებელია თუ არა გარეგანი ნიშნებით დავადგინოთ, რომ რაღაც წესრიგში არ არის?
გარკვეული სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში ექიმთან ვიზიტი აუცილებელია. თუ მკერდის დათვალიერებისას ძუძუს თავებზე წყლული, შეშუპება, სიწითლე, გადიდება, ერთი ან ორი სარძევე ჯირკვალის ზომაში ზრდა აღმოაჩინეთ ნუ გადადებთ მამოლოგთან ვიზიტს. გარდა ამისა იღლიის არეში შესაძლოა ლიმფური კვანძები გაიზარდოს. თუმცა გახსოვდეთ, რომ მკერდის კიბო - ჩუმი დაავადებაა და ძალიან ხშირად მისი სიმპტომები გართულებულ სტადიებზე გამოვლინდება.
3. როდის არის საჭირო დიაგნოსტიკაზე მოსვლა?
რამოდენიმე წლის წინ ექიმები რეკომენდაციას უწევდენ დათვალიერებას მენსტრუალური ციკლის მე-5 დან მე-10 დღემდე. ქალბატონები რომლებიც ჰორმონებს იღებდენ ან მენოპაუზას მიაღწევდენ ექიმთან ვიზიტი ნებისმიერ დროს შეეძლოთ. სინამდვილეში თანამედროვე ტექნოლოგიები იმდენად განვითარდა რომ მკერდში ნებისმიერი ცვლილება ნებისმიერ დროს შეიძლება აღმოჩენილ იქნეს მიუხედავად ციკლის დღისა.
4. და მაინც თუკი კიბო ადრეულ სტადიაზე იქნება აღმოჩენილი, შევძლებ დაავადებასთან გამკლავებას?
კვლავ მოვიშველიოთ სტატისტიკა, რომლის თანახმადაც დაავადების ყველა შემთხვევის 95% შემთხვევაში, რომელიც ადრეულ სტადიაზე იქნა აღმოჩენილი წარმატებულად განიკურნენ. გარდა ამისა, დაავადების დროულად აღმოჩენის შემთხვევაში მკერდის შენარჩუნების ყველა შანსი არსებობს.
5. რა იწვევს სინამდვილეში კიბოს? მოქმედებს თუ არა მასზე კვება, დაგვიანებული მშობიარობა, რუჯი, მჭიდრო თეთრეული?
დიახ ყველა ჩემოთვლილი ფაქტორი ნეგატიურად მოქმედებს მკერდის მდგომარეობაზე. ჩამონათვალს ასევე შეგვიძლია დავუმატოთ ზედმეტი წონა, აბორტების დიდი რაოდენობა, მენსტრუაციის ნაადრევი დაწყება და რაღათქმაუნდა სტრესი. პაციენტების უმრავლესობას სისტემატიური სტრესი აღენიშნება, რომელიც სამსახურს, პირად ცხოვრებას ან ახლობლების დაკარგვას უკავშირდება. ბანალურად ჟღერს, მაგრამ თავს უნდა გავუფრთხილდეთ.
შესაჯამებლად შეგვიძლია ვთვათ, რომ მთავარია მამოლოგთან დროული შემოწმება, არ ვინერვიულოთ და გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას. რჩევების რედაქციის მიზანი არ ყოფილა ჩვენი მკითხველის შეშინება, პირიქით ჩვენ გვსურდა თქვენი ყურადღება გაგვემახვილებინა ისეთ გავრცელებულ პრობლემაზე როგორიც მკერდის კიბოა, რაც როგორც ექიმის რჩევებიდანაც ჩანს მთავარი პრეცენციაა ამ დაავადებასთან ბრძოლაში. გისურვებთ ჯანმრთელობას და გთხოვთ გააზიარეთ ეს სტატია რათა მაქსიმალურად ბევრი ქალბატონამდე მივიდეს ეს ინფორმაცია.