» » » ისრაელმა ექიმმა გვიამბო, თუ როგორ მოვიშოროთ კიბო ადრეულ სტადიაზე. რეკომენდაცია, რომელიც სიცოცხლეს გადაგირჩენთ!

ისრაელმა ექიმმა გვიამბო, თუ როგორ მოვიშოროთ კიბო ადრეულ სტადიაზე. რეკომენდაცია, რომელიც სიცოცხლეს გადაგირჩენთ!

ბოლო დროს ტელევიზორსა და სოციალურ ქსელებში ამა თუ იმ დაავადების მკურნალობის შესახებ ყვებიან, რაც მთავარია ონკოლოგიურ დაავადებაზე. საქმე, რა თქმა უნდა, ახალ პროგრესულ შემუშავებას ეხება, რომელიც ავადმყოფის მძიმე ბედს რადიკალურად შეცვლის. 

თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ასეთი მკურნალობის მეთოდი ცხოვრებაზე ხელის მოკიდების შანსს მხოლოდ ავადმყოფობის ბოლო სტადიაზე მყოფ ადამიანებს აძლევს და მხოლოდ ერთეულები იაზრებენ, რომ ყველაზე მოქმედი მეთოდი ამ დაავადებისგან მოსაშორებლად - ადრეული დიაგნოსტიკა არის. 



"რჩევების" რედაქცია მნიშვნელოვან რეკომენდაციებს გიზიარებთ, რომელთაც არა მხოლოდ თქვენი, არამედ თქვენი ახლობლების ცხოვრების გადარჩენა შეუძლია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

კიბოს ადრეული სტადიის ნიშნები

ეს თემა მნიშვნელოვანია, რადგან კიბოს ადრეულ სტადიაში დიაგნოზი პრობლემის მოგვარების საშუალებას მანამ გვაძლევს, სანამ მეტასტაზები დაიწყება და კიბო სხვა ორგანოებზეც გადავა. პირველ რიგში, ავადმყოფისთვის მარტივი ეფექტური პროცედურები არის ხელმისაწვდომი, მეორე მხრივ, ეს პაციენტს შეუფასებელ შანს აძლევს რომ მტკივნეული წლები და მკურნალობის ხარჯები თავიდან აიცილოს, ხოლო პერსპექტივაში - სიკვდილის შეებრძოლოს. 



მოსახლეობა ასე თუ ისე რომ გათვიცნობიერებული გახდეს, აუცილებელია, ყველამ ეს მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი წესი დაიცვას. 

1. საღ აზრზე მყოფი ადამიანი ამა თუ იმ დაავადების სიმპტომების შესახებ ინფორმირებული უნდა იყოს. რომელი ორგანოს ცვლილებაზე ღირს ყურადღების გამახვილება და არა ხელის ჩაქნევა, როგორც ეს ხშირ შემთხვევაში ხდება. 

2. პირველი საეჭვო სიმპტომის გაჩენისთანავე თითოეულმა, გამონაკლისის გარეშე, სპეციალისტს უნდა მიმართოს.

3. და რაც მთავარია, მოსახლეობა კურსში უნდა იყოს, თუ როგორი რეკომენდაცია არსებობს ადრეულ დიაგნოსტიკაზე, ასაკის, სქესის, მოქმედების ადგილის და სხვ. მიხედვით. 



ერთ-ერთმა ყველაზე პროგრესულმა ისრაელის მედიცინამ საკუთარ პრაქტიკაზე გამოცდილებით უკვე დიდი ხანია მიხვდა, რომ მთავრობისთვის ბევრად უფრო მომგებიანია ადრეულ სტადიაზე დაავადების დიაგნოსტიკა, ვიდრე ხანგრძლივად და ხშირად წარუმატებლად მკურნალობა. ამ უეშმაკო მიზეზის გამო მათი ჯანდაცვის სამინისტრო დიდ თანხებს გამოყოფს მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა, რომელიც პირველ რიგში კიბოს ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირებისკენ, მეორე მხრივ კი დაავადების შეფერხებისკენ არის მიმართული. 

აი, რას ურჩევენ ისრაელი სპეციალისტები თითოეულ ადამიანს, ვისაც დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა სურს. ეს სქემა დაგეხმარებათ სერიოზული პათოლოგიის ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირებასა და დროული თერაპიის მიღებაში. 

1. 40 წლის შემდეგ, ქალებმაც და მამაკაცებმაც სისხლის საერთო ანალიზი უნდა ჩააბარონ, რომელიც სერიოზული პრობლემის არსებობაზე მინიშნებას მოგვცემს. მაგ., თუ ანალიზში ჰემოგლობინის მაჩვენებელი დაბალია, პასუხისმგებლიანი ექიმი მიზეზის მოძებნას დაიწყებს: ნაწლავებში ან კუჭში სისხლდენა, წყლული ან, შესაძლოა, ონკოლოგია. 

2. 50 წელს მიღწეულმა მამაკაცმა ყოველწლიურად პროსტატის წლიური გამოკვლევა უნდა ჩაიტაროს და სიმსივნეზე PSA, პროსტატის სპეციფიკურ ანტიგენზე, ანალიზი უნდა გაიკეთოს.



3. 40 წლის შემდეგ ქალებმა მინიმუმ ორ წელში ერთხელ, ან უკეთესია უფრო ხშირად, პროფილაქტიკური მამოგრაფია უნდა გაიკეთონ, წელიწადში ერთხელ გინეკოლოგს, ხოლო ყოველწლიურად მამოლოგთან კონსულტანციაზე უნდა მივიდნენ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოკვლევა 40 წელს ზემოთ ქალებისთვის - პაპილომუს ვირუსზე ანალიზი, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს ერთგული თანამგზავრია. 

4. 50 წლიდან, ქალებმა და მამაკაცებმა ყოველწლიურად გასტროსკოპია და კოლონოსკოპია უნდა გაიარონ. ეს ნაწლავებში პოლიპის არ არსებობაში დაგვარწმუნებს, რომელსაც შეუძლია კიბოდ გარდაქმნა. ასევე რეკომენდებულია განავლის ფარულ სისხლზე ანალიზის ჩატარება კოლორექტალური კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენისთვის. 



5. თუ მემკვიდრეობითი ისტორია ონკოლოგიური დაავადებებით არის სავსე, აუცილებელია კონსულტაციისთვის გენეტიკოს მიმართოთ, რომელიც, სავარაუდოდ, გარკვეულ გენეტიკურ სკრინინგებზე მიგითითებთ ან ზემოთჩამოთვლილი გამოკვლევის ხშირად ჩატარებას გირჩევთ. 

6. კიდევ ერთი, მაგრამ არა ნაკლებად მნიშვნელოვანი - ყოველწლიურად დერმატოლოგთან ვიზიტი კანზე საეჭვო წამონაზარდების გამოკვლევის მიზნით.



სხეულის სიგნალების მიმართ მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ. ყაბზობის ხარისხის ცვლილებები, ტუალეტის ქაღალდზე სისხლის კვალი, ქალის მკერდის გამაგრება, კანზე ხალების გამოჩენა და სწრაფი ზრდა - ყველა ეს სიგნალია, რომელიც დაუყონებლივ ექიმთან ვიზიტს მოითხოვს!



"ბევრ ჩემ პაციენტებში, რუსეთში, წინასწარ განწყობას ვამჩნევ, რომ ყველა წვრილმანის გამო ექიმთან ვიზიტი რაღაც ვაჟკაცური არაა. ძვირფასო მამაკაცებო! თუ პასუხისმგებლობა თქვენს გაგებაში - ეს მამაკაცური თვისებაა, მაშინ ექიმთან დაუფიქრებლად წადით. რადგან საქმე არა მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე პასუხისმგებლობას ეხება,ა რამედ ახლობლების მიმართ" - წერს ექიმი ვიქტორ ლევი. 



ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს მარტივი, მაგრამ ღირებული რეკომენდაციები არაერთ სიცოცხლეს გადაარჩენენ. თქვენ და მხოლოდ თქვენ ხართ პირად ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი. და თუ, ამ სტატიის გაცნობის შემდეგ, ექიმთან ვიზიტს გადაწყვეტთ - ეს ჯანმრთელობისკენ და ბედნიერი მომავლისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება. იყავით ჯანმრთელი!

აუცილებლად გაუზიარეთ ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მეგობრებს სოციალურ ქსელში. შესაძლოა, ეს დაეხმაროთ მათ საშიში დაავადების თავიდან არიდებაში. 
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.