» » » როგორ მოვამზადოთ ვიტამინებით მდიდარი ხილ-კენკრის წვენი

როგორ მოვამზადოთ ვიტამინებით მდიდარი ხილ-კენკრის წვენი

ვიტამინური წვენი უნდა მოვამზადოთ ვიტამინებით მდიდარი ხილ-კენკრისგან, როგორიცაა ასკილი, შავი მოცხარი, ჟოლო, მაყვალი, და მისთ. წვენების გამოხდა სუფთად უნდა ხდებოდეს. ჭურჭელი, რომელიც დაგვჭირდება ვიტამინური წვენის მომზადებისას, წინასწარ მდუღარეში უნდა გამოიხარშოს და ხმარებამდე შევინახოთ დოლბანდგადაფარებული.

წვენის მოსამზადებლად შერჩეული ხილ-კენკრა დავაწყოთ საცერზე, გადავავლოთ შეგრილებული ადუღებული წყალი, გადავიტანოთ ფაიფურის ან ხის გობზე და დავსრისოთ ფაიფურის ან ხის სანაყით, შეიძლება სუფთა ბოთლითაც დაისროს. შემდეგ გადავიტანოთ ძუის საცერში და ხის კოვზით გამოვწუროთ საცერიდან მთელი წვენი. მიღებული სუფთა წვენს დავამატოთ მისი ორმაგი წონის 60 % შაქრის სიროფი (10 ჭიქა წყალზე 6 ჭიქა შაქარი). დაუყოვნებლივ ჩავასხათ წვენი ბოთლებში, თავი კარგად დავუცოთ, ზედ ლუქი მოვასხათ და შევინახოთ ცივ ადგილას დაწოლილ მდგომარეობაში. ბოთლის საცობებიც სტერილიზებული უნდა იყოს.

ასკილის წვენი
ვიტამინებით მდიდარი ასკილის წვენი მზადდება შემდეგნაირად:

ასკილის მარცვლები გავრეცხოთ ცივ წყალში, ჩავყაროთ მომინანქრებულ ან შუშის ქვაბში, დავასხათ ცივი წყალი ისე, რომ ფარავდეს მას. შევდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ თავდახურული 10 წუთი. შემდეგ გადმოვდგათ, შევახვიოთ ქვაბი და გავაჩეროთ მეორე დილამდე. მეორე დღეს გამოვწუროთ მარცვლები, სიტკბოსთვის დავუმატოთ შაქარი ან თაფლი გემოვნების მიხედვით. ასეთი წესით დამზადებული წვენი სასარგებლოა ბავშვებისათვის. ბავშვს მივცეთ დასალევად 1/4-1/2 ჩაის ჭიქა, დიდებს კი - 1-1/2 ჩაის ჭიქა.
ასკილის წვენისგან შეგვიძლია მოვამზადოთ კომპოტი, კისელი, ფაფა, ნაყენი და სხვა. თუ ასკილის წვენს ან მის ფაფას დავუმატებთ ლიმონის წვენს ან თაფლს, მივიღებთ A, B2, P, C, K ვიტამინებით მდიდარ წვენს.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.