» » » პრობიოტიკები კანის ჯანმრთელობისთვის: ბაქტერიები, რომლებიც მშრალ, ცხიმიან ან კომბინირებულ კანს სჭირდება

პრობიოტიკები კანის ჯანმრთელობისთვის: ბაქტერიები, რომლებიც მშრალ, ცხიმიან ან კომბინირებულ კანს სჭირდება

პრობიოტიკები და პრებიოტიკები, ამ დროისთვის, დიეტოლოგიაში პირველ ადგილს იკავებს. ბოლოდროინდელი კვლევებით დადგინდა, რომ ისინი არამხოლოდ ნაწლავების ფუნქციონირებაზე მოქმედებს დადებითად, არამედ კანს სილამაზესა და ჯანმრთელობას უბრუნებენ. ნუტრიციოლოგი კამილა შაფნერი ამტკიცებს: "ჩვენს ნაწლავებში მცხოვრები ბაქტერიები უშუალოდ მოქმედებენ კანის მდგომარეობაზე და ნებისმიერი დარღვევა უარყოფითად აისახება სახესა და სხეულზე." თუმცა, ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ კანის მიკროფლორა დამოუკიდებელი ეკოსისტემაა, რომელიც ნაწლავების მიკროფლორასთანაა დაკავშირებული.



კანის ჯანმრთელი მიკროფლორა პირდაპირ კავშირშია იმუნურ სისტემასთან. ამიტომაც, აუცილებელია არამხოლოდ მისი კოსმეტიკური სილამაზის შენარჩუნება, არამედ აუცილებელი ბაქტერიებით გაჯერებაც. Rchevebi.com-ის რედაქცია მოგიყვებათ, თუ რომელი ბაქტერიები უნდა ეძებოთ მშრალი, მგრძნობიარე, ცხიმიანი ან გაუწყლოებული კანის მოვლის კოსმეტიკურ საშუალებებში.

ჯანმრთელი კანი
სასარგებლო ბაქტერიები კანის ჯანმრთელობაზე არიან პასუხისმგებელი: ისინი ებრძვიან ინფექციებს, იცავს გარემოს ნეგატიური ზემოქმედებისგან და ატენიანებს კანს. თუმცა, ანტიბაქტერიული გამწმენდი საშუალებებით ხშირი წმენდა, არასწორი კვება და მავნე გარე-ფაქტორები იწვევს კანის ჯანმრთელი მიკროფლორის გაქრობას. ეს, თავის მხრივ, იწვევს აკნეს, ნახეთქების, როზაცეას, ეკზემისა და მგრძნობელობის მომატებას.



იდეალში უნდა არსებობდეს ბალანსი ცუდ და კარგ ბაქტერიებს შორის. ამიტომ, აუცილებლობის გარეშე პრობიოტიკებით არ უნდა გაერთოთ. რა თქმა უნდა, თუ პრობლემები გაქვთ, მკურნალობას კომპლექსურად უნდა მიუდგეთ. პრობიოტიკები, პრებიოტიკები და პოსტბიოტიკებიც კი, უნდა მიიღოთ საკვები დანამატების სახით, ასევე, ეძებოთ საჭირო ბაქტერიები კრემების აქტიურ კომპონენტებს შორის. თუმცა, დასაწყისისთვის გავერკვეთ, რა და რატომაა საჭირო.



პრობიოტიკები - ეს სასარგებლო ბაქტერიებია. პრებიოტიკები - კომპონენტები, რომლებიც პრობიოტიკებს სასიცოცხლოდ ესაჭიროებათ. პოსტბიოტიკები - პრობიოტიკების ცხოველქმედების პროდუქტი, რომელიც აღადგენს კანის დამცავ ბარიერს(ენზიმებს, მჟვასა და პეპტიდებს). ამ უკანასკნელის გამოყენებით მზადდება ბიოლოგიურად აქტიური დანამატები.

კანი მიდრეკილია სიწითლისა და აკნესკენ
კამილა შაფნერი გვირჩევს, მივიღოთ პრობიოტიკები ინულინის ან გაჯერებული საკვები ცელულოზის შემცველობით. ინულინის ბუნებრივი წყარო ბანანი, ხახვი და ვაშლის ძმარია. ძალიან კარგია, თუ თქვენის ჩანთაში მოიპოვება კანის მოვლის საშუალება ბაქტერია nitrosomonas eutropha-ს შემცველობით ან ნატურალური ანტიბიოტიკი enterocin-ი.



მშრალი და ატოპური კანი
თქვენ გჭირდებათ პრობიოტიკები ისეთი ბაქტერიების შემცველობით, რომლებიც რძემჟავას გამოიმუშავებს, კერძოდ - lactobacillus rhamnosus. ისინი გეხმარებათ კანის pH-ბალანსის დარეგულირებასა და შენარჩუნებაში. კრემებისა და ლოსიონის შემადგენლობაში ეძებეთ APF, რომელიც ატენიანებს ყველაზე მშრალ კანსაც კი.



მგრძნობიარე კანი და როზაცეა
მგრძნობიარე კანის გადამრჩენელია bifidobacterium lactis და lactobacillus paracasei. მათ ანთებისსაწინააღმდეგო და დამამშვიდებელი თვისებები აქვთ. დიდი რაოდენობით შედის კეფირის, იოგურტისა და ალოეს შმადგენლობაში. კოსმეტიკური საშუალებების შემადგენლობაში ეძებეთ lactobacillus paracasei.



დამჭკნარი კანი, ნაოჭები და პიგმენტაცია
Lactobacillus plantarum-ს შეუძლია კოლაგენის გამომუშავება, ასევე, აქვს მზისგან დამცავი ეფექტიც. ეს ბაქტერიები ხელს უშლის ნაოჭებისაა და პიგმენტური ლაქების გაჩენას, ანიჭებს კანს ელასტიურობას. გამოიყენეთ მეტი ანტიოქსიდანტი, განსაკუთრებით, ქლორელა და სოკოები. მოვლის საშუალებების შემადგენლობაში უნდა იპოვოთ ბიფიდობაქტერიები, განსაკუთრებით კი გლიკოცილები.



კანის მოვლის საშუალებების შერჩევისას, ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ ყველა აქტიური ნივთიერება და პრობიოტიკი შემადგენლობის სიის დასაწყისში ეწეროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი არ გამოგადგებათ.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.