მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან გვასწავლეს რომ მიკრობები არ უნდა გვიყვარდეს და უნდა გავანადგუროთ (დაიბანეთ ხელები, თორემ ავად გახდებით), ერთ უჯრედიანები ჩვენი ცხოვრებისთვის უბრალოდ აუცილებელია.
ჯანსაღი ადამიანის ნაწლავებში მცხოვრები მიკრო ორგანიზმების 85%-ს სარგებელი მოაქვს. ისინი ხელს უწყობენ საკვების ათვისებას, ნაწლავებს მავნე ნივთიერებებისგან იცავენ, ვიტამინებს სინთეზს ახდენენ, წყალი-მარილის ბალანსს აკონტროლებენ და ბევრ სასარგებლო საქმეს აკეთებენ.
დაახლოებით მიკრო ორგანიზმების 10 % არის პათოგენები, ანუ პოტენციურად საფრთხის შემცვლელი. თუ მათ გავრცელების საშუალებას მივცემთ, გამოიწვევს ანთებას, წარმოქმნის გაზებს და საკვების მონელებას ხელს შეუშლის. იდეალურ პირობებში სასარგებლო მიკრობები ამას ხელს შეუშლის.
არასწორი კვების, სტრესული სიტუაციის, სამკურნალო მედიკამენტების ბოროტად გამოყენების შემთხვევაში სასარგებლო ბაქტერიები იღუპება და მათ ადგილას აგრესიული "ძმობა" - პათოგენური ბაქტერიები იკავებს.
ნაწლავის მიკროფლორას აღდგენა
თუ წონასწორობა პათოგენური ბაქტერიებისკენ გადაიხრება, მიკროფლორა ირღვევა, დისბაქტერიოზი იწყება, ადამიანის განწყობა უარესდება. ჩნდება კითხვა, თუ როგორ დავიბრუნოთ ჯანმრთელობა.
სწორედ ამიტომ სასარგებლო და მავნე ბაქტერიების დისბალანსი არ უნდა დაუშვათ. "რჩევების" რედაქცია გიამბობთ, როგორ აღადგინოთ ნაწლავის ჯანსაღი მიკროფლორა და კვლავ სიცოცხლით დატკბეთ.
1. პრობიოტიკის პროდუქტები დაგეხმარებათ
პრობიოტიკი - ეს ჯანსაღი მიკრო ფლორის ხელის შემწყობი პრეპარატია, რომელიც ამა თუ იმ ბაქტერიის ცოცხალ კულტურებს შეიცავს. ყველაზე ცნობილი ბაქტერია-პრობიოტიკი არის ლაქტობაცილი და ბიფიდობაქტერია, რომლებიც ზოგიერთ საკვებში, სამკურნალო წამლებში და სხვადასხვა ბიოლოგიურ აქტიურ დანამატებში გვხვდება.
პრობიოტიკური ორგანიზმები შეიძლება ბევრ ფერმენტულ საკვებში ნახოთ, მაგ., იოგურტი, კეფირი, დო, კიმჩი და ჩაის სოკო. საკვები დანამატი - კიდევ ერთი პოპულარული მეთოდია პრობიოტიკების მისაღებად.
პრობიოტიკები არა მხოლოდ სასარგებლო ბაქტერიულ ფლორის უკმარისობას ავსებს, არამედ გამაჯანსაღებელ მოქმედებას ასრულებს. ისინი ბაქტერიოფაგების ეფექტურობას აძლიერებენ, კანცეროგენების, ალერგენების, ტოქსინებისსგან იცავენ, ნივთიერებათა ცვლის პროცესს აუმჯობესებენ.
2. ნაწლავებისთვის სასარგებლოა საკვები ბოჭკოები
თავი რომ ჯანმრთელად იგრძნოთ, პრობიოტიკების მისაღებად საკმარისი რაოდენობის საკვები უნდა მიირთვათ. საქმე ეხება პრებიოტიკებს ან დიეტურ უჯრედისებს.
პრებიოტიკები - საკვების დაუმუშავებელი ნაწილია, რომლებიც პრობიოტიკების საკვებს წარმოადგენს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ მათი ათვისება არ შეგიძლიათ, მაგრამ თქვენს ნაწლავში არსებულ ბაქტერიებს შეუძლიათ.
საკვები ბოჭკოები ძირითადად მცენარეულ საკვებში გვხვდება. სასარგებლო მიკროფლორის აქტიური რეპროდუქციისთვის სხვადასხვა სახის მარცვლეული, ხახვი, ნიორი, ბარდა, ბანანი რეგულარულად მიიღეთ.
თუ ზემოთ მოხსენებულ პროდუქტებს საკმარისი რაოდენობით არ ღებულობთ, დროა საკვებ დანამატებზე დაფიქრდეთ. ასე დარღვეული მიკროფლორა აღარ შეგაწუხებთ!
3. უთხარი შაქარს "არა"!
რაფინირებული შაქრის შემცვლელი პროდუქტები პათოგენური მიკროფლორის ზრდას ხელს უწყობს, ნაწლავების ლპობის პროცესს იწვევს და იმუნიტეტს ამცირებს.
შაქარი ნაწლავების მიკროფლორას აზიანებს, შედეგად სასარგებლო ელემენტების და ცილების ურთიერთქმედება ირღვევა. იმუნიტეტის შემცირებაში როლს თამაშობს ის ფაქტიც, რომ მარტივი ნახშირწყლები - ეს შესანიშნავი საკვები გარემო დაავადების გამომწვევი მიკრო ორგანიზმებისთვის და სხვადასხვა სოკოებისთვის. განსაკუთრებით Candida-ს სახეობის სოკოსთვის.
ბევრი ადამიანი, რომლებმაც შაქრის მიღებაზე უარი თქვეს, ადასტურებენ რომ მათი იმუნიტეტი საგრძნობლად გაძლიერდა.
4. ხელების დასვრის არ შეგეშინდეთ
მიკროფლორა შეიძლება ზედმეტად სისუფთავის სიყვარულით, ანტი ბაქტერიული ჰიგიენური საშუალების ბოროტად გამოყენებით დაარღვიოთ. ასეთ დროს სასარგებლო ბაქტერიებსაც ანადგურებთ.
თუნდაც ეს არა ჰიგიენურად ითვლება, მაგრამ რამდენიმე ჩვენი სასარგებლო მეგობარი სწორედ სიბინძურეში არის. რა თქმა უნდა, ტალახში თავიდან ბოლომდე ამოსვრას არ გირჩევთ, მაგრამ ზოგჯერ პარკში დროის გატარება და ბაღში მუშაობა კარგი იქნება. სოფლის მეურნეობასთან ახლოს გაზრდილი ბავშვები, სადაც ისინი ტალახში ხელების დასვრის შანსს არ უშვებენ, ჰყავთ სახლის ცხოველები, ალერგია ან რაიმე აუტო იმუნური პრობლემები არ ახასიათებთ.
სავარაუდოდ, მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ სოფლის მაცხოვრელებს დიდი რაოდენობით მიკრო ორგანიზმებთან, რომლებიც ნიადაგში ცხოვრობენ, კონტაქტი აქვთ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ნაწლავური მიკროფლორა პათოგენების ზემოქმედების რისკის ქვეშ ნაკლებად არის.
5. ძილი გაგკურნავთ
რეგულარულად 8 საათიანი ძილი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯანმრთელობის უპირატესობას შეგაგრძნებინებთ და მიკროფლორას აღადგენს. როცა კარგად არ გძინავთ, სტრესის დონე საგრძნობლად იზრდება. შედეგად - სასარგებლო მიკროფლორა მცირდება. მიკროფლორის აღდგენა კი მარტივი არაა.
კვლევაში, სადაც სწავლობდნენ, თუ როგორ იტანჯება სტრესისგან ნაწლავის მიკროფლორა, მეცნიერებმა ყურადღება მიაქციეს იმას, რომ უნივერსიტეტის სტუდენტებს ინტენსიური სასწავლო დატვირთვის პერიოდში სასარგებლო ლაქტობაქტერიები უმცირდებოდათ. ანუ ძილის უკმარისობა და ფსიქოლოგიური სტრესი ნაწლავის ფლორის ჯანმრთელობის მდგომარეობას აუარესებს.
6. ნაწლავის პრობლემებისგან ფიზიკური დატვირთვა დაგიცავთ
კუჭ-ნაწლავის იდეალური მუშაობისთვის ბევრი მოძრაობა არის აუცილებელი. მოძრაობა - ცხოვრებაა! ნებისმიერი ფიზიკური აქტიურობა, იქნება ეს სიარული, ქუჩაში სირბილი თუ სპორტულ დარბაზში ვარჯიში, ყველაფერის ნაწლავების მდგომარეობას აუმჯობესებს.