ამრიგად, ჩვენ შევაგროვეთ კულინარიული რჩევების მთელი წიგნი გენიალური შეფ-მზარეულისგან. ჩვენს სტატიაში გაგაცნობთ მათ შორის ყველაზე საინტერესო რჩევებს, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ნამდვილ მზარეულად გაქცევთ!
რჩევები გორდონ რამზისგან
- კარგად შემწვარი თევზი - ესაა ნახევრად გამჭვირვალე ფილე ხრაშუნა ზედაპირში. მისი მომზადება მარტივია: გააცხელეთ ტაფა, დაუმატეთ რამდენიმე წვეთი მცენარეული ზეთი და დადეთ თევზი. როცა ფილე თითქმის მზად იქნება, გადააბრუნეთ იგი, დაამატეთ ნაღების კარაქი, გააჩერეთ კიდევ 1-2 წუთით და თან თევზი მორწყეთ დამდნარი კარაქით.
- შავი წიწაკა უნივერსალური სანელებელი გახდება, თუ მისი დაფქვის დონეს გაითვალისწინებთ. უხეში დაფქვა იდეალურად უხდება თევზსა და შემწვარ ხორცს, საშუალო მოუხდება რაგუსა და სუპებს, წვრილი კი პიკანტურ გემოს დაუმატებს ბოსტნეულის სალათებს.
- იდეალური კერძი შედგება მაქსიმუმ 5 ინგრედიენტისგან. შოუში რამზის არასდროს გამოუყენებია კერძის მომზადებისას 7-8 ინგრედიენტი.
- დღეს ნებისმიერი თავმოყვარე დიასახლისი ოდნავ მაინც მუშაობს საკუთარი კერძების წარდგენაზე. აქ გამოგადგებათ სარესტორნო გამოცდილება. გორდონ რამზი გვირჩევს, კერძის მიწოდებამდე მივაქციოთ ყურადღება ფერთა გამას: გავითვალისწინოთ ფერთა შეხამებების ბუნებრიობა და შევისწავლოთ ადამიანზე მათი ემოციური ზემოქმედება.
- მიუხედავად საყოველთაოდ გავრცელებული აზრისა, რომ სანელებლები კერძს ბოლოს უნდა მოვაყაროთ, რემზი გვირჩევს, ეს დასაწყისშივე გავაკეთოთ. ასე არომატი დიდხანს რჩება, სიცხარე და მკვეთრი გემო კი მომზადებამდე გაქრება.
- ზოგიერთი კერძი აუცილებლად მომზადების ბოლოსკენ უნდა დაამარილოთ, მაგალითად, ხორცის სტეიკი, სოკო და ომლეტი.
- ბეზეს მომზადების დროს უნდა გამოიყენოთ 1 კვირაზე "ახალგაზრდა" კვერცხი, ცილა კი ათქვეფამდე უნდა გაათბოთ ოთახის ტემპერატურაზე.
- იმისათვის, რომ სიმინდი არ გამაგრდეს, არავითარ შემთხვევაში არ დაუმატოთ მარილი ხარშვისას. ნახევარი ჭიქა რძე მას წარმოუდგენელ სირბილეს მიანიჭებს.
- ხორცის სწრაფად გალღობასა და სირბილის მინიჭებაში ძმარი დაგეხმარებათ. უბრალოდ მიასხით გაყინულ პროდუქტს რამდენიმე წვეთი ძმარი.