» » » თუ მცირედ ფანტაზიას მოიხმართ, მარტივად შეძლებთ ბალახის კაცუნების დამზადება

თუ მცირედ ფანტაზიას მოიხმართ, მარტივად შეძლებთ ბალახის კაცუნების დამზადება

საყვავილე ქოთნები უმეტეს შემთხვევაში სტანდარტული და უსახურია, თუმცა თუ მცირედ ფანტაზიას მოიხმართ, მაშინ ორი ცალი უბრალო ქოთნისგან დაამზადებთ არცთუ ისე ცუდ თიხის კაცუნას.
ამისათვის დაგჭირდებათ: პატარა ან საშუალო ზომის ერთნაირი თიხის ქოთანი, სილიკონის წებო, აკრილის საღებავები, თოკი, ფერების შესაზავებელი პალიტრა, ფუნჯი, ფანქარი, მაკრატელი, მიწის სუბსტრატი და სახეობები ან თესლები.
წინასწარ გასუფთავებული ქოთნები სილიკონის წებოთი მიაწებეთ სიმეტრიულად. წებოს გაშრობის შემდეგ დააწვინეთ ქოთნები. ერთ-ერთ მათგანზე ფანქრით დახატეთ სახე, ხოლო მეორეზე ბიჭის ან გოგოს ტანსაცმელი: ჯიბეებიანი კომბინიზონი, პერანგი ჰალსტუხით ან კაბა.

საღებავებით გააფერადეთ სახე და ტანსაცმელი. თოკი დაჭერით ხელების და ფეხების სიგრძეზე და სილიკონით მიაწებეთ ქოთანს.
სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამზადოთ ხელის მტევნები და ფეხის ტერფები ან ფეხსაცმელები, რომლებსაც შემდგომ თოკებზე მიამაგრებთ ან მიაწებებთ.
სამუშაოს დამთავრების შემდეგ, ჩაის ან დესერტის კოვზით ჩაყარეთ მიწის სუბსტრატი და ჩარგეთ ან ჩათესეთ სახეობები. მარცვლოვანების დათესვის შემთხვევაში, თუ გსურთ, რომ თესლი სწრაფად გაღივდეს, მაშინ მორწყულ ნათესს გადააფარეთ პოლიეთილენის პაკრი. გაითვალისწინეთ, რომ აღმონაცენებს ესაჭიროებათ საკმაო ოდენობის მზის სინათლე, ხოლო მათი სასურველ სიმაღლეზე გაზრდის შემთხვევაში, შეგიძლიათ გადაჭრათ.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.