» » » მხიარული თოჯინები ნამდვილად გაახარებენ და გაახალისებენ თქვენს ექსტერიერს.

მხიარული თოჯინები ნამდვილად გაახარებენ და გაახალისებენ თქვენს ექსტერიერს.

გაზაფხულზე ეზოს, აივნის, სახურავის თუ ყვავილნარის გასაფორმებლად სულაც არ არის აუცილებელი ძვირად ღირებული საგნების შეძენა. საკმარისია მცირედი ფანტაზია ან ხელმარჯვეობა და მხიარული სახეები ნამდვილად გაახარებენ და გაახალისებენ თქვენს ექსტერიერს. მნიშვნელოვანია, რომ მათი დამზადების დროს აქცენტი გააკეთოთ მხიარული სახეების მოხატვაზე.
მხიარული თოჯინების დასამზადებლად დაგჭირდებათ ჩვეულებრივი თიხის ქოთნები, თუმცა თუ გსურთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ პლასტმასისაც. სახეების მოსახატად მოიმარაგეთ სხვადასხვა შეფერილობის აკრილის საღებავები და ფუნჯები. ამავდროულად, თუ თქვენთვის ადვილია ხელსაწმენდით დეკუპაჟირება, მაშინ გამოიყენეთ ისიც.



მსგავსი მომხიბვლელი თოჯინის დასამზადებლად დაგჭირდებათ: 2 ცალი დიდი ქოთანი, 10 ცალი ძალიან პატარა ქოთანი, აკრილის საღებავები, მარკერი ან ფანქარი, მაკრატელი, თოკი, ცხელი სილიკონის წებო, პატარა ზომის ლილვაკი და სხვადასხვა ზომის ფუნჯი.
სამუშაოს დაწყების წინ, თეთრი აკრილის საღებავებით და ლილვაკით თეთრად შეღებეთ ქოთნები. წინასწარ დაამზადეთ სასურველი თვალების ტრაფარეტი. უკვე მშრალი, შეთეთრებული ქოთანი დააწვინეთ, დააფარეთ ტრაფარეტი და ფანქრით შემოხაზეთ კონტურები. ამის შემდეგ, აიღეთ ტრაფარეტი და წვრილი ფუნჯებითა და აკრილის საღებავებით შეაფერადეთ თვალები.
თოჯინის კაბა შეგიძლიათ გააფორმოთ სხვადასხვანაირად. ამ შემთხვევაში ქოთანს ამშვენებს თეთრი და ვარდისფერი ზოლები, ხოლო მათზე შტამპით დახატულია ნამცხვრები. ასევე, როგორც ზევით ავღნიშნეთ, თოჯინის სხეულისთვის განკუთვნილ ქოთანზე შეგიძლიათ წაუსვათ წებო ემულსიის ნაზავი და ეტაპობრივად დააწებოთ ლამაზად მოჩითული ხელსაწმენდი.
ძალიან პატარა ზომის 10 ცალი ქოთანი უნდა გამოიყენოთ ხელების და ფეხების დასამზადებლად. ისინი ერთმანეთზე კი გადააბით თოკით და სილიკონის წებოთი. ამავდროულად შეგიძლიათ გამოიყენოთ ძველი, შელახული თოჯინის ფეხები ან ხელები.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.