მსგავსი აჟურული ქურთუკის მოსაქსოვად დაგჭირდებათ: ნარღვევი ან ნარჩენი ფერადი ძაფები, ყაისნაღი და ერთი გამოუსადეგარი CD ან DVD დისკი.
სასურველია ფერის ძაფით დისკს შემოაქსოვოთ ყაისნაღით წყალი, ხოლო შემდეგ დაიწყეთ ფერადი ძაფებით გვერდების ამოყვანა.



თუ არ გეხერხებათ წინდის ჩხირებით ან ყაისნაღით ქსოვა, ნუ ინაღვლებთ. სათბური - ქურთუკები მარტივად შეგიძლიათ დაამზადოთ ძველი ან გამოუსადეგარი ნაქსოვი ტანსაცმლისგან. ამისთვის დაგჭირდებათ: ტანსაცმელი, სანტიმეტრი, მაკრატელი, ნემსი, ძაფი ან სილიკონის წებო.

ტანსაცმელი გარეცხეთ ცხელ წყალში და გააშრეთ. გაზომეთ ქოთნის სიმაღლე და ტანსაცმელს მოაჭერით სასურველი სიგრძის სახელო. გადანაჭერ ადგილას თვლების ჩაყრის თავიდან ასაცილებლად, ნემსით და ძაფით ნაზად შემოუხვიეთ ან გაპოხეთ სილიკონით, ხოლო შემდეგ ჩამოაცვით ქითანს.