სამუშაოს დაწყების წინ საყვავილე ქოთნების გარეთა კედლები დაამუშავეთ ზუმფარით და გარეცხეთ. ძველი ან გამოისადეგარი ტანსაცმელი დაჭერით ან დახიეთ ზოლებად. ცემენტი და ქვიშა ჩაყარეთ სათლში ან სხვა ჭურჭელში, კარგად აურიეთ, დაასხით წყალი და მოზილეთ თითქმის არაჟნის კონსისტენციის ნაზავი. ნაჭრის ზოლები ჩაყარეთ ცემენტის ნაზავიან სათლში, ქაფჩით კარგად ჩაფალით და დაელოდეთ მცირე ხანს, რომ ისინი კარგად გაიჟღინთოს.

ამის შემდეგ დაგჭირდებათ ფანტაზია, რადგანაც, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, თუ როგორ გამოვა საყვავილე ქოთანი სამუშაოს დასასრულს. მაგიდაზე დააფინეთ პოლიეთილენის ნაჭერი, ზედ მოათავსეთ ნოტიო საყვავილე ქოთანი და სათითაოდ შემოაკარით ცემენტიანი ზოლები ისე, რომ მიიღოთ თქვენთვის სასურველი იერსახე. მუშაობის პროცესში შეგიძლიათ გააკეთოთ: ნაკეცები, ხვეულები, ნასკვები, წვნა ან სხვა.

ანალოგიურად შეგიძლიათ დაამუშაოთ საყვავილე ქოთნების ქვესადგამებიც. სამუშაოს დასასრულს, სრული შრობისთვის ნახელავი 2-3 დღის სურვილისამებრ შეგიძლიათ შეღებოთ თეთრი ან სხვა შეფერილობის აკრილის საღებავით.