» » » საქსოვი ძაფით, მავთულით და ყაისნაღით შესრულებული დეკორირების ძალიან საინტერესო მეთოდი

საქსოვი ძაფით, მავთულით და ყაისნაღით შესრულებული დეკორირების ძალიან საინტერესო მეთოდი

საქსოვი ძაფით, მავთულით და ყაისნაღით შესრულებული დეკორირების მეტად საინტერესო მეთოდით შეგიძლიათ შექმნათ უნიკალური და ძალიან ლამაზი: საყვავილე ქოთნების ჩასადგმელი, ჭაღები, სამკაულები და სხვა მრავალი. მთავარია ფლობდეთ ყაისნაღით ქსოვას, მაგრამ თუ არ იცით, მაშინ არც ეს არის სირთულე, რადგანაც ბავშვიც კი შეძლებს წყლის ქსოვილის დაუფლებას.
ტექნოლოგიის შესასრულებლად დაგჭირდებათ ჩიხოლიანი მავთული, რომელიც გამოიყენება დასამიწებლად და რომლის შიგნითაც მოთავსებულია სპილენძის მავთული.
მავთულს მიეცით სასურველი ფორმები და ყაისნაღით ზედ დაიწყეთ ძაფის შემოქსოვა ისე, როგორც სურათზე არის ნაჩვენები.

საბოლოო ჯამში კი მიიღებთ არაჩვეულებრივი დიზაინის ნახელავს. იმისათვის, რომ მავთულის ბოლოებიდან ძაფი არ გადასრიალდეს, ბრტყელტუჩით ჩაკეცეთ თითოეული მავთულის დაბოლოება, ხოლო შემდგომი დეკორირებისთვის ის ადგილები შეღებეთ ან მიაწებეთ თვლები.
საყვავილე ქოთნების ჩასადგმელი ფიალები შესაძლებელია დამზადდეს ლითონის ან პლასტმასის წრეებისგან. ამისთვის დაგჭირდებათ მზა წრეები ან მავთული, რომლითაც დაამზადებთ საჭირო ზომისებს. თავდაპირველად ყაისნაღით ძაფი შემოაქსოვეთ ერთ წრეს მთლიანად.

მეორე წრის შემოქსოვის დროს გადააბით პირველი შემოქსოვილი წრე და ასე მანამ, სანამ არ მიიღებთ სასურველ ფიალას. მუშაობის პროცესში უმჯობესი იქნება თუ გამოიყენებთ მრგვალ ძირიან ჯამს, რომელზეც ჩამოაცვამთ მიკერებულ წრეებს და ზუსტად შეძლებთ განსაზღვრას, თუ სად რა და როგორ უნდა მიუმატოთ.

სამუშაოს დამთავრების შემდეგ კი მიიღებთ მსგავს ნახელავს.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.