ასეთი უსიამოვნო პრობლემის გაჩენა სხვადასხვა ფაქტორით შეიძლება იყოს გამოწვეული: უძილობა, დიდი რაოდენობით წყლის მიღება ძილის წინ, ალერგია სასმელებსა და პროდუქტზე, ალკოჰოლი და, რაღა თქმა უნდა, სიცხე. აღმოჩნდა, რომ ამ მოვლენას მარტივი და ნატურალური საშუალებით გაუმკლავდებით იმ პროდუქტის გამოყენებით, რომლებიც, დიდი ალბათობით, მაცივარში მოგეპოვებათ.
შეშუპების საწინააღმდეგო სასმელი
დაგჭირდებათ:
- 1 კონა ოხრახუში
- 1 ც სტაფილო
- 1 ფორთოხალი
- 1/4 ლიმონი
- 1 ს.კ. სელის თესლი
- 100-150 მლ სუფთა წყალი.
მომზადება და გამოყენება:
- გამოწურეთ ფორთოხლისა და ლიმონის წვენი, ჩაასხით ბლენდერში.
- გაწმინდეთ და წვრილად დაჭერით სტაფილო, გარეცხეთ და დაჭერით ოხრახუშიც. მოათავსეთ ინგრედიენტები ბლენდერში და დაუმატეთ სელის თესლი და წყალი.
- ათქვიფეთ ინგრედიენტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებული მასა გაწურეთ და ჩაასხით ჭიქაში.
- სასმლის მოხმარება რეკომენდებულია მომზადებისთანავე. თუ მასში შაქრის დამატება გადაწყვიტეთ, გახსოვდეთ, რომ იგი აქვეითებს სასმლის ეფექტს. სასმელი დღეში ერთხელ უნდა მიირთვათ.
თქვენ არაჩვეულებრივ შედეგს მოხმარებიდან 1 კვირაში მიიღებთ. ასეთი სასმელი გაუმკლავდება არამხოლოდ შეშუპებებს, არამედ ჭარბ წონასაც. ასევე, იგი მოგანიჭებთ დანაყრების ხანგრძლივ შეგრძნებას, ენერგიის მოზღვავებას მთელი დღით და შესანიშნავ შეგრძნებას.
რა თქმა უნდა, ეს ნატურალური საშუალება გაგათავისუფლებთ შეშუპებისგან, მაგრამ მაინც, ნუ დაგავიწყდებათ ჯანსაღი კვებისა და ფიზიკური აქტივობის შესახებაც. ასევე, იმისათვის, რომ ამ პრობლემის წარმოქმნის მიზეზში გაერკვეთ, მიმართეთ სპეციალისტს.