ეს სასმელი ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელ საკვებ ნივთიერებას შეიცავს და დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობის მთლიან მდგომარეობაზე.
რეცეპტი ძალიან მარტივია და ყველა ინგრედიენტი იაფი და ხელმისაწვდომია წლის ნებისმიერ დროს.
ინგრედიენტები:
- 1 საშუალო ზომის ოხრახუშის კონა ( დაახლოებით 10-12 ღერო)
- 1 საშუალო ზომის სტაფილო
- 1 ფორთოხალი
- 1/4 ლიმონი
- 1 ს/კ სელის თესლი
- ცოტა გაწმენდილი წყალი (დაახლოებით 100-150 მლ)
მომზადება
- ფორთოხლისა და ლიმონისგან წვენი მოამზადეთ. ეს წვენი ბლენდერში ჩაასხით.
- დაჭერით სტაფილო და დაუმატეთ ბლენდერში ფორთოხლის და ლიმონის წვენს. დაუმატეთ დაჭრილი ოხრახუში, სელის თესლი და წყალი.
- ძალიან კარგად დააბლენდერეთ. გადაწურეთ (სასურველია) და იმწამსვე დალიეთ.
- რეკომენდებულია რაიმე დამატკბობლები არ დაუმატოთ, რადგან ეს სასმელის ეფექტურობას საგრძნობლად შეამცირებს.
უბრალოდ 1 ჭიქა ეს წვენი ყოველ დღე დალიეთ, რომ შედეგი იგრძნოთ. ჩვეულებრივ უკვე 1 კვირის შემდეგ, თქვენ თავს კარგად გრძნობთ და თქვენი წონა მცირდება.
საუკეთესო შედეგის მისაღწევად რეკომენდებულია სწორი კვება და ფიზიკური აქტივობა!