» » » კიდურებისა და ქუთუთოების შეშუპება აღარასდროს შეგაწუხებთ. ნატურალური საშუალება სწრაფი ეფექტით.

კიდურებისა და ქუთუთოების შეშუპება აღარასდროს შეგაწუხებთ. ნატურალური საშუალება სწრაფი ეფექტით.

ქალბატონების საკმაოდ დიდი ნაწილი ახალგაზრდობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად, სხვადასხვა ძვირადღირებულ კოსმეტიკურ პროდუქტებს იყენებს. სახის კანისა და თმის მოვლა, ფრჩხილებზე ზრუნვა, რეგულარულად გამაახალგაზრდავებელი ნიღბების გაკეთება და სპეციალური პროცედურების ჩატარება - ყოველივე ეს საკმაოდ დიდ თანხას მოითხოვს, რისი საშუალებაც ყველას ნამდვილად არ გვაქვს. საბედნიეროდ, არსებობს ნატურალური ინგრედიენტებისგან შემდგარი საოცრად ეფექტური საშუალებები, რომლებიც გაცილებით უკეთეს შედეგს გვაძლევს, ვიდრე სხვადასხვა არაბიუჯეტური კოსმეტიკა.

დღევანდელ სტატიაში მინდა თქვენთან ერთად განვიხილო პრობლემა, რომლის წინაშეც საკმაოდ ბევრი ადამიანი დგას. შეშუპება და შავი ტომრების გაჩენა თვალებს ქვემოთ - უსიამოვნო მოვლენები, რომლებიც ვიზუალურად ათიოდე წლით გვაბერებს. დღეს წარმოგიდგენთ უნიკალურ საშუალებას, რომელიც ორგანიზმში ზედმეტი სითხის დაგროვებით გამოწვეულ შეშუპებას სწრაფად და მარტივად გაუმკლავდება. თუ რეგულარულად დღევანდელ სტატიაში წარმოდგენილ საშუალებას შინაგანად მიიღებთ, მინიმალურ დროში გათავისუფლდებით შეშუპებისგან და შეზლებთ თვალებიდან უსიამოვნო შავი ტომრების მოშორებას.



ეს ორი უსიამოვნო მოვლენა შეიძლება განპირობებული იყოს მრავალი ფაქტორით: არასაკმრისი ძილი, დიდი რაოდენობით სითხის მიღება ძილის წინ, ალერგია სხვადასხვა სასმელებისა და პროდუქტების მიმართ, წარბი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება, სიცხე და ა.შ. როგორიც არ უნდა იყოს პრობლემის გამომწვევი მიზეზი, ეს საშუალება მის გადაჭრაში დაგეხმარებათ. საჭირო ინგრედიენტები, დიდი ალბათობით, უკვე მოიპოვება თქვენს სამზარეულოში.

სასმელი შეშუპების დასამარცხებლად



ინგრედიენტები:
  • 1 ძნა ოხრახუში;
  • 1 სტაფილო;
  • 1 ფორთოხალი;
  • მეოთხედი ლიმონი;
  • 1 ს.კ. სელის თესლი;
  • 100-150 მლ გაფილტრული წყალი.



მომზადება:
  1. გამოწურეთ წვენი ფორთოხლისგან და ლიმონისგან, ჩაასხით ბლენდერში.

  2. გაასუფთავეთ კანისგან და პატარა კუბიკებად დაჭერით სტაფილო, გარეცხეთ ოხრახუში, სელის თესლი და დაამატეთ ბლენდერში.

  3. ურიეთ მაღალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მზა მასა რამდენიმე ფენად გადაკეცილი დოლბანდის გამოყენებით გადაწურეთ ჭიქაში. მასა, რომელიც დოლბანდზე დარჩება, არ დაგჭირდებათ.

მიიღეთ ახლადმომზადებული სასმელი დღის ნებისმიერ მონაკვეთში. თუ მასში გემოს გაუმჯობესების მიზნით შაქრის ჩამატებას გადაწყვეტთ, გახსოვდეთ, ასე შეამცირებთ მის ეფექტურობასა და შედეგიანობას.



ამ საშუალების ყოველდღიური მიღებიდან 1 კვირაში საოცარი ცვლილებები თვალსაჩინო იქნება. გარდა შეშუპების დამარცხებისა, მისი დახმარებით, თქვენ შეძლებთ წონის კლების პროცესის დაჩქარებას და ორგანიზმის მომარაგებას სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებით. მკურნალობის ამ კურსის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სერიოზულია პრობლემა. საშუალოდ, მიიღეთ ეს სასმელი 2 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად და შემდეგ გააკეთეთ შესვენება.



მინდა აქვე გითხრათ, რომ ამ საშუალების ეფექტურობა დროითაა დამტკიცებული და მისი ეფექტი პირადად საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. დაიწყეთ საკუთარ თავზე ზრუნვა დღეიდანვე და საოცარი ცვლილებები მინიმალურ ვადაში თვალსაჩინო იქნება. გისურვებთ ჯანმრთელობას!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.