» » » ნაზი და ჰაეროვანი ფრანგული დესერტი - სუფლე, სხვადასხვა ხილის არომატით

ნაზი და ჰაეროვანი ფრანგული დესერტი - სუფლე, სხვადასხვა ხილის არომატით

სუფლე ტრადიციული ფრანგული დესერტია, რომელიც კვერცხითა და შაქრით მზადდება. ნაზი, გემრიელი და მსუბუქი დესერტი შეგიძლიათ ტორტის ფენადაც გამოიყენოთ, ან პირდაპირ ხილთან ერთად მიირთვათ. დღეს შემოგთავაზებთ რამდენიმე ჰაეროვან სუფლეს...

ვაშლის სუფლე


მასალად საჭიროა:
  • ვაშლი - 1 კილოგრამი
  • შაქარი - 1 ჩაის ჭიქა
  • კვერცხი - 6 ცალი
  • ნაღები შაქრით და დარიჩინით - 1 ჩაის ჭიქა

    დამზადების წესი:
    1 კილოგრამი ვაშლი შევწვათ, გავატაროთ საცერში, ჩავდოთ ქვაბში და მოვაყაროთ შაქარი. ვაშლიანი ქვაბი ჩავდგათ მეორე მდუღარეწყლიან ქვაბში, რომ პიურე ცხლად გვქონდეს.
    ავთქვიფოთ 6 კვერცხის ცილა და ნელ-ნელა ჩავურიოთ ვაშლის პიურე. მიღებული მასა გადავიტანოთ ერბოწასმულ ალუმინის თეფშზე. შევდგათ გაცხელებულ ჰაერღუმელში და გავაჩეროთ შეწითლებამდე. სუფრაზე ცალკე მივიტანოთ ჩაცივებული ნაღები ან არაჟანი შაქრით და დანაყილი დარიჩინით.

    ლიმონის სუფლე


    ინგრედიენტები:
  • კვერცხი - 6 ცალი
  • შაქარი - 1 ჩაის ჭიქა
  • პურის ფქვილი - 50 გრამი
  • ლიმონი - 2 ცალი
  • ლიმონის ზეთი - 2 წვეთი

    დამზადების წესი:
    6 კვერცხის გულისა და ერთი ჩაის ჭიქა შაქრისგან გავაკეთოთ გოგლიმოგლი, ჩავყაროთ შიგ 2 ლიმონის კანის ნაფხეკი და ჩავაწვეთოთ ორი წვეთი ლიმონის ზეთი. ჩავუმატოთ 50 გრამი კარტოფილის ან პური ფქვილი. ბოლოს ავურიოთ იმავე კვერცხების კარგად ათქვეფილი ცილა. ეს ცომი დავდოთ ცეცხლგამძლე შუშის თეფშზე და შევდგათ ჰაერღუმელში.

    ნიგვზის სუფლე
    ნაზი და ჰაეროვანი ფრანგული დესერტი - სუფლე, სხვადასხვა ხილის არომატით

    მასალად საჭიროა:
  • ნიგოზი - 200 გრამი
  • კვერცხი - 5 ცალი
  • შაქარი - 1 ჩაის ჭიქა
  • ნაღები - 1 ჩაის ჭიქა

დამზადების წესი:
დავნაყოთ 200 გრამი ნიგოზი და ჩავდოთ ქვაბში, ცალკე ავთქვიფოთ 5 კვერცხის გულისა და 1 ჩაის ჭიქა შაქრის გოგლიმოგლი. აგრეთვე ავთქვიფოთ 1 ჩაის ჭიქა ნაღები და ყველაფერი ეს ჩავასხათ ქვაბში, სადაც გვაქვს დანაყილი ნიგოზი. შევდგათ ძალიან ნელ ცეცხლზე და განუწყვეტლივ ვურიოთ ადუღებამდე (არ უნდა ავადუღოთ). ცოტა რომ შესქელდება, გადმოვიღოთ, გავაციოთ და დავუმატოთ იმავე ხუთი კვერცხის თეთრად ათქვეფილი ცილა. შემდეგ დავდოთ ერბოწასმულ თუნუქის ფურცელზე და შევდგათ ჰაერღუმელში.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.