» » » უთხარი "არა" უსიცოცხლო ნაკეცებს! კუნთებს სახის ოვალის შენარჩუნება აიძულეთ. 

უთხარი "არა" უსიცოცხლო ნაკეცებს! კუნთებს სახის ოვალის შენარჩუნება აიძულეთ. 

ასაკთან ერთად ამჩნევთ, რომ სახეზე ნაკეცები ჩნდება - ლოყები თითქოსდა ქვემოთ იწევს. კანისთვის ასეთი ცვლილებები ბუნებრივია და ადრე თუ გვიან ყველას ემართება. ქალები იძულებულნი არიან რადიკალურ ფორმებს მიმართონ, რომ ნაკეცების არსებობა არ დაუშვან ან უკვე არსებული მოიშორონ. 

სახეზე ნაკეცები სხვადასხვა მიზეზის გამო ჩნდება. ეს ერთდროულად არის დაუნდობელი გრავიტაცია, საღეჭი კუნთების შესუსტება და ჰორმონალური ცვლილებები. 35 წლის შემდეგ კანში კოლაგენის რაოდენობა მცირდება, შედეგად კანი სუსტდება და ელასტიკურობას კარგავს. სახის ცხიმოვანი ქსოვილი ქვემოთ ჩამოდის, კანს ჭიმავს და "ბულდოგის" ლოყებს ქმნის. 



სახის გაახალგაზრდავების მეთოდებს შორის პირველი ადგილი კვლავ პლასტიკურ ქირურგიას უკავია. მინდა გაგახაროთ, რომ ოპერაცია ნაკეცებთან ბრძოლის ერთადერთი მეთოდი არაა. არსებობს მეთოდი, რომელსაც შეუძლია ნაკეცების წარმოქმნას ხელი შეუშალოს და უკვე არსებულიც გააქროს ქირურგიული ჩარევის გარეშე. 

როგორ ავწიოთ სახის ოვალი

რეგულარულად სახის ოვალის ამ ვარჯიშების შესრულებას გირჩევთ, დღეში 3-ჯერ, თითოეულში 5 წრე. 

1. "ბედნიერი ყვირილი"

დამჯდარი ან დამდგარი სწორი ზურგით, თავი უკან გადასწიეთ, როგორც სტომატოლოგის სავარძელში. პირი ფართოდ გააღეთ, ასო "ა" გამოთქვით და 10-მდე დაითვალეთ. საწყის პოზას დაუბრუნდით. 

ჩვეულებრივ, სახის ამ კუნთებს იშვიათად ვიყენებთ. ვარჯიშის შესრულების დროს თქვენ მათ აქტიურ მუშაობს იგრძნობთ. 



2. "საღეჭი რეზინა"

თავი უკან გადასწიეთ, მარჯვნივ გაიხედეთ, ნიკაპი მარჯვენა მხარეს იმყოფება. ყბის წრიული მოძრაობა გააკეთეთ, თითქოსდა საღეჭ რეზინას ღეჭავთ, ეს მოძრაობა 5 წამის განმავლობაში გააკეთეთ. ვარჯიში მარცხენა მხარეს გაიმეორეთ. 



3. "შეკავებული ღიმილი"

ხელისგულები ლოყებზე დაიდეთ, ხელის თითები პირის კუთხეებს დააჭირეთ. გაღიმება დაიწყეთ, ამ დროს თითებით ღიმილს წინააღმდეგობა გაუწიეთ. გაღიმება და წინააღმდეგობა 10 წამის განმავლობაში გააგრძელეთ. ეს შესანიშნავი ვარჯიშია სახის კუნთების გასაძლიერებლად. 



ნაკეცებთან ბრძოლის შესანიშნავი მეთოდია მასაჟი. სახის ტანვარჯიშის დასრულების შემდეგ ყოველთვის მასაჟი გაიკეთეთ. ასე ლიმფურ ნაკადს გააძლიერებთ, ტოქსინებს გამოდევნით, კანში ჟანგბადის მიმოქცევას გააუმჯობესებთ. 

​მასაჟი ნაკეცების საწინააღმდეგოდ

1. სახე გაასუფთავეთ, მცენარეული ზეთი ან ცხიმიანი კრემი წაისვით. ხელი რგოლის მსგავსად მომუჭეთ. 



2. ნელნელა ხელის მუჭა შუა ყურამდე აიტანეთ, შემდეგ ქვემოთ კისრამდე. ეცადეთ კანი არ დაჭიმოთ, არამედ მასზე ისრიალოთ. გაიმეორეთ მეორე მხარეს. 



3. ზედმეტი ცხიმი წყლით ჩამოიბანეთ ან სალფეთქით მოიშორეთ. ასეთი მასაჟი დღეში 2-ჯერ, თითოეულ ლოყაზე 10 წრე გააკეთეთ. უკვე 10 დღეში შეამჩნევთ, რომ კანიდან რამდენიმე წელი გაქრა!



ასეთი სახის ოვალის კორექცია გამაძლიერებელ ნიღბებთან ერთად ორმაგი ნიკაპის, ლოყის ნაკეცების და სახის კონტურთან ბრძოლის საუკეთესო მეთოდია. 

სამწუხაროდ, ის, რასაც ჩვეულებრივ მამაკაცებს პატიობენ, ქალებს არ პატიობენ. 50 წლის ასაკში აუცილებლად 35 წლის ქალივით უნდა გამოიყურებოდე. სილამაზის გამო სერიოზულ მსხვერპლზე წასვლა არ იჩქაროთ და ქირურგიული დანის ქვეშ დაწოლა არ იჩქაროთ. შესამჩნევად შეცვლა თავადაც შეგიძლიათ, თუ ბეჯითი იქნებით. რამდენიმე თვეში დღეში 15 წუთით ვარჯიშის შედეგად, ნაკეცების შესახებ დაგავიწყდებათ!

თქვენ რას აკეთებთ, რომ სახეს სილამაზე დაუბრუნოთ? თქვენი გამოცდილების შესახებ კომენტარებში მოგვწერეთ და აუცილებლად სტატია მეგობრებს გაუზიარეთ.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.