» » » მინდა გაგიზიაროთ თუ როგორ ვუმკლავდები შაკიკის შეტევებს...

მინდა გაგიზიაროთ თუ როგორ ვუმკლავდები შაკიკის შეტევებს...

ახალგაზრდობიდანვე მაწუხებს შაკიკი. გაგიზიარებთ, თუ როგორ ვუმკლავდები შეტევებს. შაკიკის შეტევისას შევდივარ ოთახში, სადაც სიწყნარე და სიბნელეა. შვებას მაძლევს ცივ წყალში დასველებული თავის გაკვრა (5-7 წთ).

  • ვეცადოთ, რომ ჩავიძინოთ. ამისათვის მივიღოთ რომელიმე დამამშვიდებელი საშუალება (ვალერიანის, შავბალახას ან იორდასალამის ნაყენი). უმჯობესია, ვალერიანი ნახარშის სახით მივიღოთ: 2 ჩ/კ მშრალ ძირებს დავასხათ 1 ჭ ცივი წყალი, ვადუღოთ 5 წთ ნელ ცეცხლზე, გავწუროთ დოლბანდში.

  • 1 - 2 ს/კ დავლიოთ 3-4 ჯერ დღეში, სააფთიაქო ნაყენი - 20-30 წვ 3-4-ჯერ. შავბალახაც ნაყენის სახით დავლიოთ: 1 ს/კ ბალახს დავასხათ 1 ჭ მდუღარე წყალი, დავაყენოთ 15 წთ და გავწუროთ. მივიღოთ 1 ს/კ 3-4-ჯერ დღეში ჭამამდე.

  • ხშირად ვიყენებ კარდიოლოგიურ ფიტოჩაის: შავბალახა, გველის სურო, პიტნა, ბარამბო, ფითრი და კუნელის ყვავილი 1/2 წილი.

  • ცხვირისატეხელა - 1/4 წილი, თხაწართხალა - 1 წილი. 2 ს/კ ნარევს დავასხათ 1 ლ წყალი, ვადუღოთ 20 წთ ემალის ჭურჭელში დაბალ ცეცხლზე, დავაყენოთ 40 წთ. მივიღოთ 1/2 ჭ 4-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი - 3 და მეტი თვე.

  • შეტევათა შორის პერიოდში ასეთ ნარევს ვამზადებ: 50 გრ სააფთიაქო გვირილას შევურიოთ ამდენივე რაოდენობის როზმარინი, ვალერიანი, პიტნა, შავბალახა, ბარისპირა, ფურისულა, ღვიის ნაყოფი და კარგად აურიოთ ერთმანეთს.

  • 1 ს/კ ნარევს დავასხათ 300 მლ მდუღარე წყალი, დავაყენოთ 1 სთ. მივიღოთ 100 მლ 3-ჯერ დღეში.

მკურნალობა ხანგრძლივია, ნუ დაგვეზარება ბალახების რეგულარულად გამოყენება.

სპეციალისტის კომენტარი:
კარდიოლოგიური ფიტო ჩაი ხასიათდება სისხლძარღვთა გამაფართოებელი, ანტისკლეროზული ეფექტით, ახდენს არტერიული წნევის ნორმალიზებას, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ამცირებს თავის ტკივილს ნებისმიერი სისხლძარღვოვანი პათოლოგიის დროს.

ღვიის ნაყოფი კარგად მოქმედებს თირკმელებზე, აქვს შარდმდენი ეფექტი, ამცირებს თავის ტვინის შეშუპებას შეტევის დროს.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.