მოგიყვებით, თუ რომელმა ბალახებმა მიშველა. მხოლოდ მათ მიხსნეს ამ კოშმარისგან. ჩემი ძირითადი სამკურნალო საშუალება - გველის სუროს და კუროსთავის ნახარში და ნაყენი იყო.
- სპირტზე მომზადებული გველის სუროს ნაყენი: 0,5 ლიტრიანი ქილა 1/3 - მდე შევავსოთ დაქუცმაცებული ბალახით ( ფოთლები, ყვავილი, ღერო) და ბოლომდე შევავსოთ არყით, მჭიდროთ დავახუროთ თავზე და 9 დღე დავაყენოთ თბილ ბნელ ადგილას. შემდეგ გავწუროთ და მივიღოთ ჭამამდე 10 წვ დილით და საღამოს 50 მლ წყალში გაზავებული.
- წყალზე მომზადებული გველის სუროს ნაყენი: 1 ჩ/კ ბალახს დავასხათ 1 ჭ მდუღარე წყალი და დავაყენოთ 20 წთ, გავწუროთ და მივიღოთ 1/3 ჭ 3-4-ჯერ დღეში.
- გველის სუროს ფოთლების ნახარში: 1 ს/კ ნედლეულს დავასხათ 1 ჭ წყალი და ვადუღოთ 1 წთ, დავაყენოთ ნახევარი საათი და გავწუროთ. მივიღოთ 1 ს/კ დღეში 3-ჯერ ჭამამდე.
- კუროსთავის ნახარში: 1 ს/კ ბალახს დავასხათ 1 ჭ მდუღარე წყალი, დავდგათ წყლის აბაზანაზე 30 წთ, გავწუროთ და მივიღოთ 700 მლ 3-ჯერ დღეში ჭამის წინ.
- ჩამოთვლილ ბალახებს მონაცვლეობით ვსვამდი თითო თვე. მკურნალობის შედეგად მომეხსნა არა მარტო შაკიკის შეტევები, არამედ წნევაც დამირეგულირდა.
- გარდა ამისა, ღამით დამატებით ვღებულობდი ვალერიანის ან შავბალახას წვეთებს. შეიძლება მივიღოთ მათი ნახარშიც.
- ვალერიანის ნაყენს ღებულობენ 20-30 წვეთს დღეში 3-4-ჯერ ან მისი ძირების ნახარშს - 1/2 ჭ 2-3-ჯერ დღეში.
- შავბალახას ნაყენი - 15-20 წვ. 2-3-ჯერ დღეში ან წყლიანი ნაყენი - 1/3 ჭ 3-4-ჯერ დღეში.
- დღისით ჩაის მაგივრად ვსვამდი პიტნის ან ბარამბოს, ასკილის ან კუნელის ფიტოჩაის. ნაკრების მოსამზადებლად თითო ს/კ კომპონენტს ერთმანეთში ვურევდი.
- 1 ს/კ ნაკრებს ვუმატებდი 1 ჭ მდუღარე წყალს და 20 წთ-ის შემდეგ ვსვამდი როგორც ჩაის. ზოგჯერ ვუმატებდი ჟოლოს და შავი მოცხარის ფოთლებს.
- პიტნის სპირტიანი ნაყენი - 15-20 წვ. 3-4 - ჯერ დღეში ან 2/3 ჭ წყლიანი ნაყენი 3-4 - ჯერ დღეში.
- ბარამბო - ნაყენის ან ფიტოჩაის სახით (1 ჭ 3-ჯერ დღეში).