გავიდა უამრავი წელი და მე მივლინებით ბელგიაში მომიხდა წასვლა. სამსახურის საქმეების დამთავრების შემდეგ, დავესწარი ბრიუსელის ბაღების გამოფენას. პირველივე ექსპოზიციამ ჩემში აღტაცება გამოიწვია: "აი ისიც, სემირამიდას ბაღები!" - ვთქვი მე, როცა ორიგინალური კაშპოების წინ ვიდექი - მათში მცენარეები უკუღმა იყო მოთავსებული.
ის, თუ როგორ მექცია ჩემი ოცნება რეალობად ბინის პირობებში, მასწავლა ხნიერმა ბელგიელმა მებაღემ, რომელთანაც ახლა ვმეგობრობ.
დაკიდული ქოთნები
კიდული ბაღები ანტიკური სამყაროს 7 საოცრებიდან ერთ-ერთი იყო. თუმცა, დღეს ამ სასწაულის შექმნა ბინაშიც შეგიძლიათ. ამისათვის გჭირდებათ ისეთი კონსტრუქციის შექმნა, რომელშიც შეძლებთ მწვანილის ან ოთახის მცენარეების მოყვანას.
Rchevebi.com-ის რედაციამ თქვენთვის საინტერესო იდეა მოამზადა, თუ როგორ უნდა მორთოთ მომცრო ბინა ოთახის მცენარეებით. ეს იდეალური ვარიანტია მათთვის, ვისაც არ უყვარს ქოთნების ფანჯრის რაფაზე დალაგება.
დაგჭირდებათ:
- თუნუქის ქილები პლასტმასის სახურავით(მიწისთხილის, კონსერვების ქილები)
- ქაღალდის ლენტა
- ქსოვილი ან ყავის ფილტრი
- დეკორატიული ცელოფანი
- საჭრელი ინსტრუმენტები
- მზა მცენარე და ნერგი
- სქელი მავთული
გადავიდეთ უშუალოდ მუშაობის პროცესზე
- ფუძის სახით, შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ჩვეულებრივი მცენარის ქოთნები, ისე მცირე ზომის სათლები, კონტეინერები ან სხვა ჭურჭელი. მე აივანზე მქონდა კონსერვის ქილები, ამიტომაც ფუძედ ისინი გამოვიყენე.ყველაზე კარგი ვარიანტია დიდი ქილები, რომლებსაც რბილი სახურავი აქვს, მაგალითად, ბავშვის საკვების ქილა.
- დასაწყისისთვის, უნდა გახვრიტოთ ქილის ფსკერი. სწორედ აქედან მორწყავთ მცენარეს. შემდეგ გადარგეთ მცენარე ამ მომავალ კიდულ კაშპოში, თუ საჭიროა, დაუმატეთ მიწა. ფსკერი დააფიქსირეთ ქაღალდის სკოჩით.
- დააფიქსირეთ მიწა ქოთანში. ამისთვის გამოიყენეთ ყავის ფილტრი ან სქელი ქსოვილი. ზემოდან დააწებეთ დიდი რაოდენობით ქაღალდის ლენტა.
- ახლა კი შეუდექით კონსტრუქციის აწყობას. ეცადეთ, არ დააზიანოთ მცენარის ფოთლები.
მორთეთ ქოთანი ცელოფნით ან სქელი ქაღალდით, შემდეგ კი დაუმატეთ კაუჭი ან მაცთულის სახელურები. დაკიდეთ მოხერხებისამებრ.
- კიდული ბაღები გამოსაყენებლად მზადაა!
- ასე ირწყვება მცენარე
- სამუშაო კუთხისა და აბაზანის გამწვანების მაგალითები
- წარმოუდგენლად ლამაზია...
- ამავე სახით შეგიძლიათ გაამწვანოთ აივანი ან ვერანდა.