» » » საკუთარ თვალებს ვერ დავუჯერე, როცა მეზობლის აგარაკი ვნახე. აი ამას ჰქვია გარდასახვა!

საკუთარ თვალებს ვერ დავუჯერე, როცა მეზობლის აგარაკი ვნახე. აი ამას ჰქვია გარდასახვა!

ალბათ, აგარაკის გაფორმების ყველაზე მარტივი და იაფი ვარიანტია - კლუმბის და ყვავილების გამოყენება. ლანდშაფტის დიზაინის ამ შესანიშნავი ელემენტების სწორი შერჩევით ბაღში ნამდვილ ყვავილების სამოთხეს შექმნის. 

ქალაქიდან, მით უმეტეს აგარაკზე იშვიათად ავდივარ, მაგრამ ამ შაბათ-კვირას გამონაკლისი გავაკეთე და აგარაკზე ავედი. უკვე მივუახლოვდი, რომ მეზობლის ნაკვეთი დავინახე და გაოცებისგან პირი დავაღე. ყველაფერი იმდენად გემოვნებით იყო მოწყობილი, თითქოსდა მასზე რამდენიმე ლანდშაფტის დიზაინერმა იმუშავა. მაგრამ ეს ასე არაა, ყველაფერი ჩემმა მეზობელმა საკუთარი ხელით შექმნა. 

შიგთავსები კლუმბისთვის
როცა გავიგე, თუ რაშია საქმე, ძალიან გაოცებული ვიყავი. როგორც აღმოჩნდა, ასეთი ჰარმონიის და დასრულებული ეფექტი კლუმბის საინტერესო გაფორმებამ გამოიწვია. პარკში ან სხვა საზოგადოებრივ ადგილებში სეირნობისას, შეიძლება კლუმბებს ყურადღებას აქცევთ. მათ ისე აკეთებენ, რომ მოყვავილე მცენარეები არ დაჩრდილონ, არამედ პირიქით, მათ სილამაზეს ხაზი გაუსვან. 

ყოველმხრივ სრულყოფილი ყვავილნარის შესაქმნელად, მის შემოღობვაზე ჯერ კიდევ გეგმის დროს უნდა იფიქროთ. რელიეფი, განათება, ღობე, ყვავილების და მცენარეების შეხამება. 
"რჩევების" რედაქციამ თქვენთვის 25 შესანიშნავი იდეა შეაგროვა კლუმბის გასაფორმებლად. შეხედეთ ამ ვარიანტებს და თქვენი ნაკვეთის გასაფორმებლად საუკეთესო ამოირჩიეთ. 

1. ეს ნახევრად მრგვალი ფორმის მცირე ყვავილის ადგილი ძველი აგურით არის შემოფარგული. მარტივი და პრაქტიკული გამოსავალი!



2. წითელი აგურით შემოფარგლული გაზონი! აი ისიც - მისაღები და ფუნქციური გადაწყვეტილება!



3. მწვანე მცენარეები აგარაკის არამხოლოდ დეკორატიულ-არქიტექტურულ მხარის ფორმირებაში მონაწილეობს, არამედ მიკრო კლიმატს აუმჯობესებს. 



4. მარტივი მეთოდი შეუდარებელი მწვანე კომპოზიციის შესაქმენლად - შემოფარგლეთ პლასტმასით. 
პლასტმასი გრძელვადიანი, ქიმიურად სტაბილურია. არ იშლება, არ ლპება და მზეზე არ ცხელდება. ერთადერთი ნაკლი მისი სიიაფის შეგრძნებას ტოვებს. თუმცა თანამედროვე მწარმოებლები ისეთ პლასტმასს ამზადებენ კლუმბებისთვის, რომელთაც აგურის ან ხის მასალისგან ვერ გაარჩევთ. 



5. ესეც კლუმბის საინტერესო გადაწყვეტილება. ჩემი აზრით, ძალიან ლამაზია!



6. ესეც ნატურალური და ხელოვნური მასალების სინთეზი. 



7. კარგად და გემოვნებით მოფიქრებული საზღვარი აგურისგან ნებისმიერ მცენარეს ხიბლს მატებს, რადგან მის სინაზეს ხაზს უსვამს. 



8. ძალიან მოდურად გამოიყურება ღობის და კლუმბის ერთ ფერში გაფორმება. 



9. ეს კი ყვავილების კუთხის გაფორმებისთვის ტროტუარის ფილების გამოყენების საუკეთესო ვარიანტია.



10. ხის მთავარი ღირსება - ნატურალური და ბუნებასთან სიახლოვე. დეკორატიული შემოფარგვლა ხისგან სოფლური სტილის შესაქმნელად იყენებენ. ხის კლუმბს ქვებით, ბაღის მცენარეებით, გრძელსკამებით და საქანელებით რთავენ. 


 
11. უნივერსალური ბეტონის ბორდიური ბაღის ნებისმიერ ნაწილში შეგიძლიათ გამოიყენოთ. 



12. დამეთანხმეთ, კლუმბის ნაწილი, სადაც ქვები არის გამოყენებული ძალიან საინტერესოდ გამოიყურება. 



13. ზონირების სივრცე იდეალური ლანდშაფტის დიზაინის შექმნის ერთ-ერთი მთავარი ეტაპია. გზები, ფილებით გაწყობილი - საუკეთესო იდეაა არა მხოლოდ აგარაკისთვის, არამედ სავაჭრო სახლების და საოფისე შენობების გასაფორმებლად!



14. ერთი ან რამდენიმე ხის დაფისგან შესანიშნავი კლუმბები შეგიძლიათ გააკეთოთ. ასეთი ვარიანტისგან უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ. 



15. აგარაკს რომ მოცულობა მიანიჭოთ, შეგიძლიათ აგურის კლუმბები გამოიყენოთ. შესანიშნავი იდეა არის, არაა?



16. ეს ჩემი კიდევ ერთი ფავორიტი. დეკორატიული ფილები და აგური  - მასალები, რომლებიც ბაღი-აგარაკის გასაფორმებლად ხშირად გამოიყენება. 



17. დეკორატიული ღობის სიგრძეს კლუმბში ყვავილის ან გაზონის სიგრძის მიხედვით ირჩევენ. დაბალი მცენარეებისთვის მცირე ზომის ღობეს აკეთებენ.



18. ფერადი შემოღობვა შეგიძლიათ საკუთარი ხელით და ნებისმიერი მასალისგან დაამზადოთ. მაგ. ამ ვარიანტში ბაღის შემოსაფარგლად სხვადასხვა ფერის ბოულინგის ბურთები არის გამოყენებული. ვინ იფიქრებდა!



19. მცენარეების ნაზად შემოღობვის მიზნით შეგიძლიათ ლითონის მასალა გამოიყენოთ! მოდურად გამოიყურება!



20. სპეციალური მეტალის შემოსაღობი მასალა მიწაში ინსტრუქციაში მითითებულ სიღრმემდე უნდა ჩარგოთ. ასე იდეალური ზომის გაზონის ან კლუმბის ღობეს გააკეთებთ. 



21. ხის შემოფარგვლა შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს. საუკეთესო გადაწყვეტილება არის ხის ფილები, რომელსაც საკუთარი ხელითაც გააკეთებთ. ხის ფილები თქვენი გემოვნებით შეგიძლია ჩააწყოთ. 



22. აი, ასეთი შემოფარგვლის გაკეთება წინასწარ უნდა დაგეგმოთ. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება მარტივი არაა, მაგრამ შედეგი ამად ღირს!



23. ეს იდეა ძალიან მომწონს! მოდური და თანამედროვე!



24. გაზონის განთავსების უჩვეულო იდეა!

https://rchevebi.com/uploads/posts/2018-05/1526992651_24.jpg

25. ხოლო მიწის ნაკვეთის ასეთ გაფორმებაზე უბრალოდ ვოცნებობ! წარმოუდგენლად მყუდრო და კომფორტული!



რაც უნდა მდიდრული და ლამაზი იყოს ყვავილები, შემოღობვის გარეშე დაუსრულებელი იერი აქვს. შემოღობვით კლუმბი ცოცხლდება, უფრო მოვლილი და მიმზიდველი ხდება!

შემოღობვის გარდა, მათ სხვა ფუნქციაც აქვთ: მაგ., მცენარეს სხვა ნაკვეთზე გადასვლის და იქ გაზრდის საშუალებას არ აძლევს. ასე დამცავი ფუნქცია აქვს, სუსტ მცენარეებს სახლის შინაური ცხოველებისგან იცავს. 

როგორც ხედავთ, ერთი შეხედვით ლანდშაფტის უცნაური ელემენტი არ უნდა უგულებელყოთ. აირჩიეთ შესაფერისი იდეა და თქვენი დეკორატიული ღობე შექმენით კლუმბის და გაზონისთვის. 

ცხელ ზაფხულს და შემოქმედებით შთაგონებას გისურვებთ! თუ სტატია მოგეწონათ მეგობრებს გაუზიარეთ! ისინი ამ იდეას ნამდვილად დააფასებენ.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.